ბრიტნი სპირსი ამბობს, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკი ისევ უყვარს

„სიგიჟე იყო, თუ როგორ ძლიერ მიყვარდა იგი,” – წერს მომღერალი თავის მემუარებში.
ბრიტნი სპირსი და ჯასტინ ტიმბერლეიკი 2002 წელს
Kevin Winter/Getty Images

24 ოქტომბერს ბრიტნი სპირსის მემუარები გამოვა სახელწოდებით The Woman in Me. წიგნის გამოსვლამდე კი ცნობილი ხდება მისი გარკვეული ეპიზოდები. 

ცოტა ხნის წინ გამოცემამ People შოკისმომგვრელი ამბავი გაავრცელა წიგნიდან, რომლის მიხედვითაც მომღერალმა აბორტი გაიკეთა მას შემდეგ, რაც ჯასტინ ტიმბერლეიკისგან დაუგეგმავად დაორსულდა. The Associated Press-მა კი ამ ეპიზოდის კიდევ უფრო მეტი დეტალი გამოაქვეყნა: „დარწმუნებული ვარ, ადამიანებს შევძულდები ამის გამო, მაგრამ მე მას დავეთანხმე, რომ ბავშვი არ გვყოლოდა. აბორტი ის იყო, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ საკუთარ თავს გავუკეთებდი, მაგრამ გარემოებების გათვალისწინებით, სწორედ ეს გავაკეთეთ,” – წერს სპირსი. „მნიშვნელოვანი იყო, რომ არავის გაეგო არც ორსულობისა და არც აბორტის შესახებ, ამიტომ ყველაფერი სახლში მოხდა.” 

მომღერალი წერს, რომ მედიკამენტური აბორტის ტკივილი გაუსაძლისი იყო. „იქამდე ვტიროდი, სანამ ყველაფერი არ დასრულდა. ეს საათები გრძელდებოდა და არ მახსოვს, როგორ დამთავრდა, მაგრამ ოცი წლის შემდეგაც მახსოვს მისი ტკივილი და შიში.”

Billboard-ის მიერ მოპოვებულ მემუარებში სპირსი ამბობს, რომ მას ისევ უყვარს ჯასტინ ტიმბერლეიკი, რომელსაც 2002 წელს დაშორდა. „ამის შემდეგ რაღაც პერიოდი ძალიან არეული ვიყავი, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მე ისევ მიყვარს ჯასტინი. ეს სიგიჟე იყო, თუ როგორ ძლიერ მიყვარდა იგი და ჩემთვის ეს სავალალო აღმოჩნდა.”  

წიგნში Სპირსი წერს, რომ ორსულობა მისთვის სიურპრიზი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ტიმბერლეიკთან ოჯახის შექმნაზე მუდმივად ფიქრობდა. „მაგრამ ჯასტინი ნამდვილად არ იყო ბედნიერი ორსულობის ამბით. Მან თქვა, რომ ჩვენ ძალიან ახალგაზრდები ვიყავით და არ ვიყავით მზად ბავშვისთვის. დღემდე ეს ერთ-ერთი ყველაზე მტანჯველი რამაა, რაც კი ცხოვრებაში გამომიცდია.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნილ იანგი, ჰაიდ პარკი, 2019 წლის 12 ივლისი, ლონდონი. ფოტო გას სტიუარტი

ნილ იანგი ახალ ალბომს Before & After-ს აანონსებს

შემდეგი სტატია

Nini Iris-ის საავტორო მუსიკა და გზა საერთაშორისო სცენამდე – ინტერვიუ ნინი ბრეგვაძესთან 

შეიძლება დაგაინტერესოთ

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი