Duran Duran-მა ჰელოუინის თემატური ალბომი – Danse Macabre გამოსცა

ალბომი 13 ტრეკს აერთიანებს.
ფოტო: ჯონას აკერლანდი

Danse Macabre – ასე ჰქვია ბრიტანული მუსიკალური პროექტის, Duran Duran-ის ახალ ალბომს, რომელიც 13 ტრეკს აერთიანებს. ჰელოუინის თემატური ჩანაწერი მუსიკალურმა კოლექტივმა Tape Modern/BMG-თან თანამშრომლობით გამოუშვა. ალბომი Duran Duran-ის ძველი სიმღერების განახლებულ ვერსიებთან ერთად, ახალ ტრეკებსაც აერთიანებს. Danse Macabre ასევე მოიცავს ცნობილი არტისტებისა და ბენდების სიმღერების ქავერ ვერსიებს. მათ შორის არის: ბილი აილიშის Bury A Friend, The Rolling Stones-ის Paint It Black და Talking Heads-ის Psycho Killer. 

„ჩვენს თავს როკ-ენ-როლ ბენდად იმდენად ვერ აღვიქვამდით, რამდენადაც განგრძობად სახელოვნებო პროექტს“ – ასე შეაფასა ბენდის თანადამფუძნებელმა, ჯონ ტეილორმა Duran Duran. ჯონ ტეილორი შესრულების ტექნიკით ერთ-ერთ გამორჩეულ ბას გიტარისტად არის აღიარებული. 

40 წელზე მეტია, რაც ინგლისის ქალაქ ბირმინგემში ჩამოყალიბებული Duran Duran მუსიკას ქმნის და შედეგად არაერთი ცნობილი ნამუშევრის ავტორია. Danse Macabre-ის გამოცემით, ბენდის დისკოგრაფიაში მე-16 სტუდიური ალბომი ჩაიწერა. 

ბენდი New Romantic ჟანრის სცენაზე აღმოცენდა და შემდეგ ახალი ტალღის მოწინავე შემსრულებელ ჯგუფად იქცა. ვარსკვლავური შემადგენლობით და ჰიტად ქცეული მუსიკალური ვიდეოებით, Duran Duran 80-იანი წლების პირველი ნახევრის დომინანტი ბენდი იყო.  

აღსანიშნავია, რომ Duran Duran-მა ცვლილება ბევრჯერ განიცადა. თავდაპირველი პროექტი ორადაც კი გაიყო და ე.წ. მუსიკალური სპინოფები – Arcadia და Power Station ჩამოყალიბდა.

2022 წელს Duran Duran მსმენელის წინაშე London’s Hyde Park-ში წარდგა. მალევე ბენდმა გაერთიანებული სამეფოს დედოფლის პლატინის საიუბილეო ღონისძიებაზე მიიღო მონაწილეობა. ბუკინგემის სასახლეში გამართულ კონცერტს შეერთებულ შტატებში წარმატებული შოუები მოჰყვა. ასევე 2022 წელს, Duran Duran „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში“ წარადგინეს.

რაც შეეხება ახალ ალბომს, ეს ბენდისათვის მეგობრობის ერთგვარი სიმბოლოც არის, რამდენადაც მასში Duran Duran-ის ყოფილ წევრებთან, ენდი ტეილორთან და უორენ კუკურულოსთან ერთობლივი ნამუშევარია შესული. Danse Macabre ასევე მოიცავს ხანგრძლივ შემოქმედებით პარტნიორთან – ნაილ როჯერსთან კოლაბორაციასაც. ალბომში მსმენელს შეხვდება ჯოშ ბლერთან, Mr. Hudson-თან და Måneskin-ის ვიქტორია დე ანჯელისთან თანამშრომლობით ჩაწერილი ტრეკებიც.  

მოუსმინეთ ალბომს – Danse Macabre: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბიონსემ სუნამო, სახელწოდებით CÉ NOIR ოფიციალურად წარადგინა

შემდეგი სტატია

ტომ ლუცის ნისლის თეატრი და „გოგონა ნისლის ძრავების ქარხნიდან”

შეიძლება დაგაინტერესოთ

Karma – გიორგი თორაძემ ახალ სიმღერაზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო წარადგინა

„მუსიკაზე და ვიდეოზე მუშაობისას ჩემი იდეა სწორედ ის იყო, რომ ხალხს ვენახე და მოვესმინე ისეთი, როგორიც ვარ,” - აღნიშნავს მუსიკოსი.
მეტი

ოლიმპიური თამაშების გახსნამდე პარიზში ფილმ Wicked-ის თემატური მატარებელი გამოჩნდა

„ქალაქ ემერალდამდე პირველი გაჩერება პარიზის ოლიმპიური თამაშებია,”- ვკითხულობთ გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაში.
მეტი