„თავშეკავება“ – Eko & Vinda Folio ოთხი წლის შემდეგ ახალი ალბომით დაბრუნდნენ

„ეს ალბომი თავისუფლებაზეა. მისი იდეა თავისუფლების ჩვენებური თარგმნა და წაკითხვაა.“
Eko & Vinda Folio

 ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, 23 ნოემბერს Eko & Vinda Folio-ს  ახალი ალბომი  „თავშეკავება“ გამოვა. „თავშეკავება“ მათი მეორე ალბომია და ათ სიმღერას აერთიანებს.

Eko & Vinda Folio-ს  სადებიუტო ალბომი „თერაპია“ 2019 წელს გამოვიდა, „თავშეკავება“ კი ის ნამუშევარია, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში იქმნებოდა. როგორც მუსიკოსები სამუშაო პროცესზე საუბრისას აღნიშნავენ, ალბომის დასრულების ვადების არარსებობამ შემოქმედებითი პროცესი საინტერესო გამოცდილებად აქცია.

ერეკლე დეისაძე:

„ყველაზე კარგი ის იყო, რომ განსაზღვრული დრო არ გვქონდა, როცა ალბომი უნდა გამოგვეშვა. არსად არ გვეჩქარებოდა და მშვიდად  ვმუშაობდით. ეს ალბომი თავისუფლებაზეა. მისი იდეა თავისუფლების ჩვენებური თარგმნა და წაკითხვაა, სწორედ ამიტომ ჰქვია „თავშეკავება“. თავშეკავება არის მდგომარეობა, როცა აფექტის მიღმა ხარ და მოვლენებს დამშვიდებული გონებით აფასებ.“

Vinda Folio, მუსიკოსი:

„მუსიკის წერის პროცესი ჩვენთვის გამომდინარეობს იქიდან, იმ მომენტში როგორ მენტალურ მდგომარეობაში ვართ, რაზე ვფიქრობთ  და რა გვაინტერესებს. დროსთან ერთად დამოკიდებულებები და ღირებულებები  იცვლება და ეს ჩვენ შემთხვევაში, მუსიკაში ყველაზე კარგად აისახება.“

Eko & Vinda Folio, „თავშეკავება“.

როგორც Eko & Vinda Folio ამბობენ, „თავშეკავება“ პირველი ალბომისაგან განსხვავდება, თუმცა გარკვეული კვეთა მაინც აქვს. ერთ-ერთი განსხვავება ის არის, რომ მასში ახალი ინსტრუმენტებია გამოყენებული. 

როგორც უკვე აღინიშნა, „თავშეკავება“  23 ნოემბერს გამოვა. ალბომი  Bloom Music-ზე გამოიცემა და ყველა მუსიკალურ სტრიმინგ პლატფორმაზე იქნება ხელმისაწვდომი. 

ნახეთ „Billboard საქართველოს“ ვიდეო, რომელშიც  Eko & Vinda Folio  დაანონსებულ ალბომზე საუბრობენ: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„სილქ როუდ ჯგუფმა“ და ამერიკულმა კინოსტუდიამ, WonderHill Studios ერთობლივი კინოსაწარმო – WonderSilk Studios დააარსეს

შემდეგი სტატია

Process – ახალი თაობის ბენდი ქართულ მუსიკალურ სცენაზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი