ჯენიფერ გარნერი მერაია ქერის საშობაო განწყობის შექმნისთვის მადლობას უხდის 

მომღერალთან ერთად კულისებში კიმ და ქლოი კარდაშიანები დედასთან, კრის ჯენერთან ერთად პოზირებდნენ.
მერაია ქერი ტურნეში Merry Christmas One And All!
Randall Michaelson

მერაია ქერის მიმდინარე ტურნეს Merry Christmas One and All! მიზანია, სადღესასწაულო სეზონი მხიარულებით აავსოს. ჯენიფერ გარნერის აზრით კი, ეს მისია შესრულებულია. მსახიობმა ინსტაგრამზე მომღერლის კონცერტიდან მოკლე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც გარნერი თავზე ირმისრქებიანი აქსესუარით მხიარულობს: „მადლობა საშობაო სიხარულის გავრცელებისთვის,” – დაწერა გარნერმა. მსახიობის ვიდეო კი თავად მერაია ქერიმ გააზიარა წარწერით: „მადლობა, რომ ასეთი სადღესასწაულო ხარ.”

გარნერი ერთადერთი ცნობილი სახე არ იყო, ვინც შოუს ესწრებოდა. კონცერტზე იყვნენ კიმ და ქლოი კარდაშიანებიც შვილებთან და დედასთან, კრის ჯენერთან ერთად.  მოგვიანებით ქლოი კარდაშიანმა ინსტაგრამზე მერაია ქერისთან ერთად კულისებში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. „შობის დედოფალი!!! Პატარა გოგონებისთვის ეს პირველი კონცერტია. მივედით, რომ თვით დედოფალი გვენახა!  საუკეთესო დრო გავატარეთ და ყველაზე ჯადოსნური მოგონებები შევაგროვეთ!! მადლობა, დედა, რომ ყველა წამოგვიყვანე!”

რაც შეეხება მერაია ქერის საშობაო კლასიკას,  All I Want For Christmas Is You, ტრადიციულად, კიდევ ერთხელ შევიდა Billboard Hot 100-ში, ამჯერად მე-17 ადგილზე.  

ნახეთ ქლოი კარდაშიანის პოსტი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნიკო ნერგაძის რჩეული მუსიკა

შემდეგი სტატია

ბიონსემ ფილმის, სახელწოდებით Renaissance: A Film by Beyonce, ფინალური ტრეილერი წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი