ტეილორ სვიფტი ტრევის კელსის კიდევ ერთ თამაშს დაესწრო

სვიფტის ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ტეილორ სვიფტი Kansas City Chiefs-ის თამაშზე ბრიტანი მაჰოუმსთან ერთად
Stacy Revere/Getty Images

სტელა მაკარტნის წითელ ქურთუკში გამოწყობილი ტეილორ სვიფტი ამჯერად ვისკონსინში გაემგზავრა, სადაც იგი საფეხბურთო გუნდ Kansas City Chiefs-ის თამაშს დაესწრო. მომღერლის სტადიონზე გამოჩენა, რა თქმა უნდა, ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. სოციალურ ქსელში აქტიურად გავრცელდა ფოტო და ვიდეომასალა, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ გულშემატკივრობს სვიფტი გუნდს. Შავებში გამოწყობილ მომღერალს, Chiefs-ის ფანის შესაფერისად, წითელი ფერის მოსაცმელი ეცვა. თამაშს სვიფტი, ასევე Chiefs-ის ფეხბურთელის, პატრიკ მაჰოუმსის მეუღლესთან ერთად ესწრებოდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში ტეილორ სვიფტი მობილურ ტელეფონს იღებს და საკუთარ თავს ვიდეოს უღებს. მორიგი გულშემატკივარი კი ვიდეოს ავრცელებს სათაურით: „ტეილორი ჩემ უკანაა. ვიმეორებ, ტეილორი ჩემ უკანაა!!! გავგიჟდები.”

Stacy Revere/Getty Images

მას შემდეგ, რაც მომღერალი კელსის არაერთ თამაშს დაესწრო, 11 ნოემბერს სვიფტის ბუენოს-აირესის კონცერტზე კევინ კელსიც დააფიქსირეს, რომელიც VIP ადგილზე სვიფტის მამასთან ერთად იმყოფებოდა. კონცერტზე სვიფტმა კელსისთვის Karma-ს ტექსტიც კი შეცვალა: Karma is the guy on the Chiefs coming straight home to me, 

ნახეთ ტეილორ სვიფტის ვიდეოები კევინ კელსის ბოლო თამაშიდან.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბიონსეს Renaissance-ის ფილმი, 21 მილიონი დოლარის შემოსავლით, ამერიკული კინოგაქირავების ლიდერია

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ტოპ ათეულში ხუთი ალბომით არის წარმოდგენილი

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი