5 იანვარს გიორგი გიგაშვილისა და ნინი ნუცუბიძის კონცერტი გაიმართება

Mono Hall-ის სცენაზე ასევე წარდგებიან ნიკალა ზუბიაშვილი, მარიამ კუბანსკი და დათა მუნჯიშვილი.
ნინი ნუცუბიძე და გიორგი გიგაშვილი

5 იანვარს Mono Hall-ში გიორგი გიგაშვილისა და ნინი ნუცუბიძის კონცერტი გაიმართება. კონცერტში ასევე მონაწილეობას მიიღებენ მუსიკოსები ნიკალა ზუბიაშვილი (კლავიში), მარიამ კუბანსკი (ბასი) და დათა მუნჯიშვილი (დრამი).

კონცერტი სოციალურ ქსელში თავად გიორგი გიგაშვილმა დააანონსა. მუსიკოსმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც იგი ფორტეპიანოზე ვიქტორ დოლიძის „ცეკვა ქართულს” ასრულებს ოპერიდან „ქეთო და კოტე”. „ამ და სხვა ძალიან კარგ რაღაცებს შემოგთავაზებთ!!” – წერს მუსიკოსი. 

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Nini Iris The Voice-ის ნახევარფინალშია

შემდეგი სტატია

ერიკ ხაჩენსი

Metal DJ-ის ანატომია – ერიკ ხაჩენსი

შეიძლება დაგაინტერესოთ

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი