Route 94 – ელექტრონული მუსიკის მსოფლიო სცენის ვარსკვლავი Billboard Stage-ზე

Route 94, იგივე Rowan Jones-ის მსოფლიო მუსიკალური სამყაროსთვის განსაკუთრებით ცნობილი თავისი ჰიტით – My Love გახდა.

2024 წლის 12 იანვარს „რესპუბლიკა ივენთ ჰოლის“ სცენაზე Billboard Stage-ის მუსიკალური სერიების ფარგლებში კიდევ ერთი პოპულარული არტისტი წარდგება. კონცერტს ბრიტანელი მუსიკოსი, ROUTE 94-ს გამართავს.

Route 94, იგივე Rowan Jones მსოფლიო მუსიკალური სამყაროსთვის განსაკუთრებით ცნობილი თავისი ჰიტით – My Love გახდა, რომელიც ბრიტანეთის მუსიკალური ჩარტების სათავეში არაერთხელ მოხვდა. 30 წლის მუსიკოსის აქტიური შემოქმედებითი მოღვაწეობა დაახლოებით 10 წელზე მეტია გრძელდება. არტისტმა სხვადასხვა დროს მსოფლიოს გარშემო არაერთი მასშტაბური ლაივი გამართა. მექსიკა, მაიამი, ამსტერდამი, სიდნეი, იბიცა – Route 94-ს მსოფლიოს მრავალ წამყვან კლუბში დაუკრავს. 

მისი მუსიკა მრავალფეროვანია და ემოციურ, მელოდიურ ჟღერადობასთან ერთად, საცეკვაო ტრეკებსაც მოიცავს. მუსიკის კრიტიკოსები ხშირად აღნიშნავენ, რომ Route 94-ის შემოქმედება ლონდონის მდიდარი მუსიკალური კულტურის და ამ გამოცდილებაზე ჩამოყალიბებული თანამედროვე სცენის კარგი გამომხატველია. 

არტისტი თავდაპირველად Dubstep პროდიუსერის ჟანრში მოღვაწეობდა. ამ პერიოდში ის იყენებდა სასცენო ფსევდონიმს  – Dream. 2012-ში არტისტმა მუსიკალური კარიერის ახალი ეტაპი დაიწყო და Route 94-ის სახელით საკუთარი თავი სწორედ ამ დროს წარადგინა.

My Love-ის გამოცემას 2014 წელს ამავე  სახელწოდების EP მოჰყვა. ჰიტად ქცეულმა ტრეკმა არტისტის ლაივების დიდი მოთხოვნა განაპირობა. მიუხედავად დატვირთული საკონცერტო გრაფიკისა, Route 94 სტუდიაში მუშაობას და მუსიკის წერას დიდ დროს უთმობს. არტისტს 300-ზე მეტი ტრეკი აქვს ჩაწერილი. 


Route 94 „რესპუბლიკა ივენთ ჰოლის“ სცენაზე თავისი ჰიტებით და განსხვავებული ჟანრობრივი ელემენტებით მდიდარი პროგრამით, ქართველ მსმენელს მრავალფეროვან და საინტერესო მუსიკალურ გამოცდილებას ჰპირდება. 

ღონისძიება  საქართველოს კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერის მხარდაჭერით იმართება. როგორც უკვე აღვნიშნეთ,  Route 94-ის კონცერტი „Billboard Georgia-ს სცენის მუსიკალური სერიის ფარგლებში ტარდება.

კონცერტის შესახებ დეტალებისათვის ეწვიეთ ღონისძიების ბმულს

ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT.ge-ზე

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Creams-ის კონცერტი MTKVARZE – არტისტი მსმენელის წინაშე გამორჩეული კონცეფციის პერფორმანსით წარდგება

შემდეგი სტატია

Will Kolak - ფოტო: ბექა ბეგიაშვილი

Will Kolak-ის სადებიუტო ალბომი – All my friends and enemies are fine

შეიძლება დაგაინტერესოთ

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი