კევინ სპეისი კიდევ ერთი უცნაური ვიდეოთი გამოჩნდა. House of Cards-ის ყოფილმა მსახიობმა ტაკერ კარლსონთან სტუმრობის ვიდეო გააზიარა სახელწოდებით Being Frank With Tucker, სადაც მან კიდევ ერთხელ განასახიერა Netflix-ის სერიალში შესრულებული ძალაუფლების მაძიებელი პოლიტიკოსის, ფრენკ ანდერვუდის როლი.
ვიდეოში ტაკერ კარლსონი სპეისის პერსონაჟ ანდერვუდს ეკითხება, ფიქრობს თუ არა იგი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.
„ეს ხალხის გადასაწყვეტია, ტაკერ. ეს არ არის ის, რაზეც მე ვფიქრობ ან მინდა. მაგრამ მე ყოველთვის მჯეროდა, რომ არაფერი უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა ცხოვრებაში ისევე, როგორც ხელოვნებაში. ვფიქრობ, ორივე ვთანხმდებით, რომ თამაშში ზრდასრულები უნდა დაბრუნდნენ და თუ ეს ნიშნავს საკუთარ თავზე მთავარი აღმასრულებლის როლის აღებას, მაშინ ეს ის მსხვერპლია, რომლისთვისაც მე ამ დიადი ერისთვის მზად ვარ,” – ამბობს სპეისი მისი პერსონაჟისთვის დამახასიათებელი სამხრეთული გამოთქმით.
მოგვიანებით, ისევ ანდერვუდის როლში, სპეისი Netflix-იდან მისი გამოშვების ფაქტსაც შეეხო.
„უცნაურია, რომ მათ გადაწყვიტეს საჯაროდ გაეწყვიტათ ყველანაირი კავშირი ჩემთან მხოლოდ ბრალდებების საფუძველზე. ბრალდებების, რომლებიც დამტკიცდა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება. მგონი, აქ კითხვები არ არსებობს. Netflix დღეს ჩემით არსებობს. მე ისინი რუკაზე მოვნიშნე, მათ კი მე მიწაზე დამცეს.”
ივლისში კევინ სფეისი დიდი ბრიტანეთის სასამართლომ ცხრავე ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო. ნოემბერში მსახიობი ასევე უდანაშაულოდ გამოცხადდა ნიუ-იორკის სამოქალაქო საქმეში, სადაც მას ამერიკელი მსახიობი ენთონი რეპი უჩიოდა.
ნახეთ კევინ სფეისის ვიდეო: