TAMADA – კონცერტი რესპუბლიკაში

ახალ წელს პროექტ Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში „რესპუბლიკა ივენთ ჰოლის“ სცენაზე მუსიკალური პროექტი TAMADA წარდგა.
თამადა

„რესპუბლიკის“ სცენაზე 1 იანვარს Billboard Georgia Stage-ის კონცერტი გაიმართა, სადაც მსმენელის წინაშე TAMADA წარდგა.  სპეციალური სტუმარი  გიორგი მიქაძე გახლდათ.

TAMADA – კონცერტი რესპუბლიკაში

TAMADA 2020 წელს ლაშა ჩხაპელიას მიერ შექმნილი მუსიკალური პროექტია, რომელმაც მსმენელის ყურადღება და სიყვარული მალევე დაიმსახურა.  სოციალური, სატირული და რომანტიკული ტექსტები პროექტ TAMADA-ს ავთენტური და გამორჩეული მიგნებაა, რომელიც მის შემოქმედებას ამდიდრებს და განსხვავებულს ხდის.

TAMADA – კონცერტი რესპუბლიკაში

„დღეს გპირდებით, რომ განსაკუთრებულ რაღაცებსაც შემოგთავაზებთ… გისურვებთ წარმატებებს, ერთმანეთის სიყვარულს, გაფრთხილებას, გაგებას, სამოქალაქო პასუხისმგებლობას.“ მიმართა TAMADA-მ სცენიდან აუდიტორიას.

TAMADA – კონცერტი რესპუბლიკაში

TAMADA-მ კონცერტზე კარგად ნაცნობ სიმღერებთან ერთად ახალი კომპოზიციები მისთვის სახასიათო იმპროვიზაციით შეასრულა და აუდიტორიაც აიყოლია. მუსიკოსის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნამუშევრებია Piramde და „შიში,“ რომელთაც Youtube-ზე მილიონობით ნახვა აქვს.

Tamada – Piramde

საღამო Machaidze dj სეტით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ პროექტი Billboard Georgia Stage –  Live კონცერტების სერიაა, რომელსაც Club Iveria და „სილქნეტი“ წარადგენს. Tamada-ს ლაივი პროექტის ფარგლებში გამართული მეხუთე კონცერტი იყო.  Billboard Georgia Stage-ის მუსიკალური საღამოების სერია  გრძელდება პროექტის ფარგლებში 13 იანვარს,  „რესპუბლიკა ივენთ ჰოლის“  სცენაზე San & Band წარდგება.

TAMADA – კონცერტი რესპუბლიკაში

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მსოფლიო გასართობი ინდუსტრიის გიგანტი კომპანია Live Nation საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოვიდა

შემდეგი სტატია

კლუბში „მტკვარზე” Kordz-ის მუსიკალური ლაივების სერია გაიმართა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი