საერთაშორისო საოპერო სააგენტოს IOA Management-ის მოსმენა-მასტერკლასი ბათუმში

2024 წლის 20 – 21 იანვარს, ქალაქ ბათუმში, ქართველი ტენორის ირაკლი კახიძის ინიციატივით საერთაშორისო საოპერო სააგენტოს IOA Management-ის მოსმენა-მასტერკლასი ჩატარდება.

სააგენტო IOA Management 2012 წელს მიუნხენსა და ჰელსინკიში დაარსდა. სააგენტო წლების განმავლობაში საოპერო მომღერლების მსოფლიოს საოპერო თეატრებში დასაქმებას წარმატებულად უწყობს ხელს.  IOA Management გერმანიის ყველა ოპერის თეატრის გარდა, ლონდონის (კოვენტ გარდენი),  სტოკჰოლმის (სამეფო ოპერა), დანიის (სამეფო ოპერა), პარიზის (ეროვნული ოპერა), ფინეთის (ეროვნული ოპერა), ბარსელონას (რან თეატრი დელ ლიცეუ) და ბევრ სხვა ცნობილ საოპერო თეატრთან თანამშრომლობს. 

ევროპაში წარმატებულ მოღვაწეობასთან ერთად, IOA Management-ი ევროპული საოპერო სააგენტოა, რომელიც ამერიკის თითქმის ყველა საოპერო თეატრთან თანამშრომლობს. მათ შორის გახლავთ: ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ოპერა, ბოსტონის ლირიკული ოპერა, სიეტლის ოპერა, ფილადელფიის ოპერა და სხვა მრავალი.

ბათუმში, საერთაშორისო საოპერო სააგენტოს IOA Management-ის მოსმენა-მასტერკლასს, თავად სააგენტოს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი კალე კანტილა უხელმძღვანელებს.  კალე კანტილა მრავალი მნიშვნელოვანი საერთაშორისო საოპერო კონკურსის ჟიურის წევრია, მათ შორის აღსანიშნავია:  Hans Gabor Belvedere Singing Competition, International Panco Vladigerov Singing Competition, ბულგარეთი. International Concorso Lirico „Salice d’Oro, იტალია. 

მოსმენა-მასტერკლასი ევროპასა და აზიაში მოღვაწე ქართველი ტენორის ირაკლი კახიძის ფონდის ინიციატივით ჩატარდება.

აღნიშნული ღონისძიება საოპერო მომღერლებს მოსმენა-მასტერკლასზე უფასო დასწრების საშუალებას აძლევს. შერჩევის შემთხვევაში კი, კანდიდატები მსოფლიოს სხვადასხვა საოპერო თეატრებში დასაქმდებიან და საერთაშორისო ასპარეზზე მოღვაწეობისთვის გზა გაეხსნებათ. 

აღსანიშნავია, რომ სტუდენტების შერჩევის შემთხვევაში სწავლის დასრულების შემდგომ, მათ მსოფლიოს სხვადასხვა საოპერო სტუდიებში სტაჟირების გაგრძელების შესაძლებლობა ექნებათ. სტუდენტებს სტიპენდია დაენიშნებათ და მსოფლიო საოპერო მომღერლებთან ერთად სპექტაკლში მონაწილეობა შეეძლებათ.

აღნიშნულ ღონისძიებაზე დასწრებისთვის და მოსმენა-მასტერკლასზე მონაწილეობის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის სია:

    1. CV (ინგლისურ ენაზე)

    2. მოკლე შემოქმედებითი ბიოგრაფია (ინგლისურ ენაზე)

    3. სამი არია (შესასრულებელი არიების პროგრამა

    4. ერთი შესრულებული არიის ლინკი (YouTube, Facebook )

 მოსმენაზე რეგისტრაციის ბოლო ვადა 15 იანვარი.

აღნიშნული ინფორმაცია უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:    eterkhalvashiadm@gmail.com

მოსმენაზე-მასტერკლასზე მონაწილეების შერჩევა მოხდება სააგენტოს მიერ ვიდეო ლინკის მეშვეობით. შერჩეული კანდიდატები მიიღებენ შეტყობინებას.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაუკავშირდეთ: 

WhatsApp +995598544601

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

შინეიდ ო’კონორი, მასტერდამი, 1988 წლის 16 მარტი, ფოტო: პოლ ბერგენი

შინეიდ ო’კონორის გარდაცვალების  მიზეზი ცნობილია

შემდეგი სტატია

21 Savage კადრი ფილმიდან American dream: the 21 Savage story

21 Savage მესამე სოლო ალბომს American Dream-ს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

წლევანდელი შოუ ახალ მიზანსაც ისახავს: ხანძრების დასაძლევად დამატებითი თანხები შეგროვდება.
მეტი