სამშაბათს, 9 იანვარს ლონდონის Southwark Coroners-ის სასამართლოს მიერ, შინეიდ ო’კონორის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დასახელდა. როგორც The Hollywood Reporter იტყობინება სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია: „ვადასტურებთ, რომ შინეიდ ო’კონორი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, ამიტომ სასამართლო საქმის წარმოებას წყვეტს.“
შინეიდ ო’კონორი, ლონდონში საკუთარ სახლში, 26 ივლისს, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. პოლიციამ გარდაცვალების მიზეზის დასადგენად საქმე სასამართლოს გადასცა.
შინეიდ ო’კონორმა სადებიუტო ალბომი The Lion and the Cobra 1987 წელს გამოსცა, რომელიც გრემზე იყო ნომინირებული. ამას მოჰყვა მუსიკოსის კარიერაში გარდამტეხი ეტაპი, როდესაც 1990 წელს მომღერალმა სიმღერა I Do Not Want What I Haven’t Got გამოსცა. არტისტს განსაკუთრებული წარნატება Prince-ის სიმღერის Nothing Compares 2 U ქავერ ვერსიის შესრულებამ მოუტანა, რამაც მომღერალს საერთაშორისო აღიარება მოუპოვა.
20 მარტს, ნიუ-იორკში კარნეგი ჰოლში ირლანდიელი მუსიკოსის შეინ მაკგოუენის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტი გაიმართება, სადაც არტისტები პატივს შინეიდ ო’კონორის ხსოვნასაც მიაგებენ. კონცერტზე სხვა არტისტებთან ერთად Cat Power, გლენ ჰანსარდი, Dropkick Murphys, The Mountain Goats, ამანდა პალმერი და დეივიდ გრეი წარდგებიან.