Coldplay-ს მუსიკალურ ვიდეოს Yellow YouTube-ზე მილიარდობით  ნახვა აქვს

Yellow 2000 წელს, უწყვეტი კადრით გადაღებული მუსიკალური კლიპია.
Coldplay -Yellow
Coldplay -Yellow

Coldplay-ს სიმღერა Yellow მუსიკალური ვიდეოა, რომელიც Youtube-ის ე.წ. მილიარდიან კლუბს შეუერთდა. 

2016 წელს Super Bowl-ის მუსიკალური შოუ, ბენდმა სწორედ  2000-იანი წლების ჰიტით Yellow გახსნა. ეს Coldplay-ს მეხუთე მუსიკალური ვიდეოა, რომელმაც Youtube-ზე მილიარდი ნახვა დააგროვა. Paradise, Adventure of a Lifetime, The Scientist, და Beyoncé-თან შესრულებული სიმღერა Hymn for the Weekend, Youtube-ის ე.წ. მილიარდიან კლუბში უკვე დიდი ხანია გაწევრიანდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ Coldplay-ს სხვა მუსიკალური კლიპები საკმაოდ მასშტაბური და ფერადია, სიმღერა Yellow-ს კლიპი მინიმალიზმით გამოირჩევა. ვიდეო ერთი უწყვეტი კადრით გადაღებული მუსიკალური კლიპია.

Yellow ბენდის სადებიუტო ალბომ Parachutes-ის მთავარი სინგლია, რომელმაც 2002 წელს, გრემის დაჯილდოებაზე ალტერნატიული მუსიკის საუკეთესო ალბომის ჯილდო მიიღო.

გასულ წელს Coldplay-მ მსოფლიო ტურნე სახელწოდებით Music of the Spheres გააგრძელა, რამაც 2023 წლის Billboard Music Awards-ზე ტოპ როკ-ტურნეს ჯილდო დაიმსახურა. 

ნახეთ Coldplay-ს მუსიკალური ვიდეო-კლიპი Yellow

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ემილი რობერტსი, ლიზი მალენდი, ჯორჯია დევისი, აბიგაილ მორისი და აურორა ნისშევი The Last Dinner Party-ის გადაღებები, ლონდონი, 2023 წლის 30 აგვისტო. ფოტო: ნიკოლ ნოდლენდი

BBC Sound 2024 წლის გამოკითხვაში ჯგუფმა The Last Dinner Party-იმ  გაიმარჯვა

შემდეგი სტატია

ჯენიფერ ლოპესი - ნორმან ჯინ როი

ჯენიფერ ლოპესმა სინგლი სახელწოდებით Can’t Get Enough გამოსცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი