AVARA – AZZE AR VAR ft Stephane სერიალ „ცვალებადი ნიშნების” საუნდტრეკი

30 იანვარს, სტეფანეს და AVARA-ს თანამშრომლობით შექმნილი სიმღერის და კლიპის პრემიერა შედგება.

„კავეა პლუსის” ქართული სერიალის „ცვალებადი ნიშნების” მეორე სეზონი 25 იანვარს დაიწყო და მაყურებელს წინ ბევრი სიურპრიზი ელის.

AVARA – AZZE AR VAR ft Stephane სიმღერის ახალი ვერსიის ვიდეო-კლიპის პრემიერა 30 იანვარს, სამშაბათს, საღამოს 20:00-ზე შედგება.

კლიპის რეჟისორი დავით ჭაბაშვილია, სადაც სტეფანესთან და AVARA-თან ერთად „კავეა პლუსის” პროექტის „ცვალებადი ნიშნების” მსახიობებს თინა დალაქიშვილის (ელენე), ირაკლი კვირიკაძეს (სანდრო), გივიკო ბარათაშვილს (ბასა), ნია გუგავას (ნატა), ანუკი ბუბუტეიშვილს (ნენე), ლიზი ქათამაძეს (ქეთა), თინათინ მიმინოშვილს (კესო) და მათე მიქაბერიძეს (ლუკასი) იხილავთ.

„ეს მუსიკალური პროექტი AVARA – AZZE AR VAR ft Stephane გახლავთ პირველი ლეგალური სტრიმინგ პლატფორმა „კავეა პლუსის” სერიალის „ცვალებადი ნიშნების” მეორე სეზონის საუნდტრეკი. „კავეა პლუსის” გუნდს ჰქონდა იდეა და სურვილი, რომ ამ სეზონის საუნდტრეკზე ნიკა ჩოხელთან და AVARA-სთან ერთად სტეფანეს ემუშავა, თუმცა კონკრეტულად ამ ნამუშევრის ასეთი ფორმით ჩაწერის ვერსია თავად სტეფანეს და ნიკა ჩოხელს ეკუთვნით. ამ კოლაბორაციის მცდელობის პროცესში გაჩნდა იდეა, რომ „ცვალებადი ნიშნების” პირველი სეზონის საუნდტრეკის ახალი ვერსია შეეთავაზებინათ მსმენელისთვის და როდესაც მოვისმინეთ „კავეა პლუსის” გუნდმა ეს ვერსია, ვთქვით რომ სწორედ ეს არის ის, რაც ამ სეზონისთვის გვჭირდებოდა – ასე შეიქმნა AVARA – AZZE AR VAR ft Stephane.” – მაიკო სიხარულიძე ცვალებადი ნიშნების გენერალური პროდიუსერი.

სერიალის პირველი სეზონის რამდენიმე საუნდტრეკის ავტორი და შემქმნელი AVARA მეორე სეზონიდან სტეფანესთან კოლაბორაციით შექმნილი სიმღერის –  AZZE AR VAR-ის ახალ ვერსიას გვთავაზობს.

სტეფანე – მუსიკოსი

„დამიკავშირდა „ცვალებადი ნიშნების“ პროდიუსერი და ეს პროექტი შემომთავაზა. სერიალის სეზონის განმავლობაში პატარა სიურპრიზებიც არის, რომელსაც ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, თუმცა მაყურებელი ყველაფერს იხილავს. დამთხვევა ის არის, რომ მე მქონდა გამოწერილი „კავეა პლუსი“. საქართველოში „კავეა პლუსი“ არის ოფიციალური მიმწოდებელი ინტერნეტში კინოების და სერიალების და ნამდვილად ძალიან ხარისხიანი პროდუქტი შექმნეს – სერიალი „ცვალებადი ნიშნები“. სანამ დამიკავშირდებოდნენ მთელი სეზონი მქონდა ნანახი და ძალიან მომწონს. როცა პროდიუსერი დამიკავშირდა, იყო ლაპარაკი საუნდტრეკზე. ძალიან მომწონს AVARA-ს მუსიკა და ძალიან მომწონდა საუნდტრეკი, რომელიც პირველ სეზონში იყო – AZZE AR VAR. ნიკა ჩოხელიც აღმოჩნდა, რომ ჩემი ერთ-ერთ საყვარელი მუსიკოსია. ძალიან ადვილად დავთანხმდი, მე ყველაფერს ურთულესად ვთანხმდები, მაგრამ იმდენად ხარისხიანი იყო, მომწონს მსახიობები, ქასთი, ყველაფერი, ამიტომ ადვილად დავთანხმდი. ნიკა ჩოხელთან, AVARA-სთან ვიმუშავე ამ პროექტზე და სიმღერის და კლიპის პრემიერა 30 იანვარს შედგება.

სერიალ „ცვალებადი ნიშნების” პირველი სეზონის ერთ-ერთი მთავარ მუსიკალური თემა სწორედ სიმღერა AZZE AR VAR-გახლავთ.

AVARA-ს და სტეფანეს მიერ გაკეთებული სიმღერის ახალი ვერსია კი კიდევ უფრო ჰარმონიული და მელოდიური ჟღერადობისაა.

 AVARA

„როდესაც თავიდან სიმღერის ორიგინალი ვერსია ჩავწერეთ, იმ წამიდანვე ვიცოდით, რომ სიმღერის მეორე ვერსიაც უნდა ყოფილიყო, რომელიც შედარებით ჰარმონიული და მელოდიური იქნებოდა. პირველი ვერსია რაც ჩავწერეთ, ის უფრო ხასიათია, ეს უფრო მეტად მუსიკა. მეორე სეზონი რომ იწყებოდა, „ცვალებადი ნიშნების“ აღმასრულებელი პროდიუსერი მაიკო დამიკავშირდა, გვქონდა თუ არა ახალი სიმღერები თვითონ ჩვენ ბენდს AVARA-ს, რისი გამოყენებაც შეიძლებოდა და ამ პროცესში მითხრა, რომ სტეფანესთან ჰქონდათ მოლაპარაკება, რა დროსაც სტეფანემ აღნიშნა, რომ ძალიან მოსწონდა სიმღერები, რომელიც „ცვალებად ნიშნებზე” იყო გამოყენებული, ჩვენი სიმღერებზე იყო ლაპარაკი და ჩვენი პირველი რეაქციაც ის იყო, რომ ჩვენც ძალიან მოგვწონს მისი შემოქმედება. ამის შემდეგ, უკვე მე და სტეფანე შევხვდით, დავილაპარაკეთ, რა შეიძლება გაგვეკეთებინა შემოქმედებით ჯგუფთან ერთად და ამის მერე გაჩნდა იდეა, რომ სიმღერას AZZE AR VAR-ს აქვს უფრო მელოდიური აკუსტიკური ვერსია, რომელიც თავიდანვე მინდოდა რომ  არსებულიყო და გადავწყვიტეთ შევკრებილიყავით, გვეცადა სხვადასხვანაირად სიმღერა და ჩაგვეწერა. ზუსტად ამ შემართებით და იდეით შევიკრიბეთ და იმ დღესვე, ერთ დღეში მოხდა ამ ტრეკის ვოკალის და აკუსტიკურის ჩაწერა. შემოქმედებით პროცესს, რაც შეეხება, ძალიან მარტივად შევიკრიბეთ, ვიმღერეთ, ჩავწერეთ და სიმართლე გითხრა ხასიათი იმ დღეში დავიჭირეთ, ვთქვით რომ გენიალურობა სიმარტივეშია,  არ ვიცი რამდენად გენიალურია, მაგრამ მარტივია და მარტივად აღსაქმელი როგორც პირველი ასევე სიმღერის მეორე ვერსიაც.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯონი მიტჩელი გრემის დაჯილდოებაზე პირველად იმღერებს

შემდეგი სტატია

გიორგი გიგაშვილი და ნინი ნუცუბიძე Backstage/Live თბილისი

გიორგი გიგაშვილი და ნინი ნუცუბიძე Backstage/Live თბილისი

შეიძლება დაგაინტერესოთ

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი