გალაკონცერტი „აფხაზეთისთვის” რუსთაველის თეატრის სცენაზე

ღონისძიება აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტიდან 30 წლისთავს მიეძღვნა.
ანსამბლი „აფხაზეთი”

აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტიდან 30 წელი გავიდა. სწორედ ამ თარიღს მიეძღვნა გალაკონცერტი სახელწოდებით „აფხაზეთისთვის”. ღონისძიება პირველ თებერვალს რუსთაველის ეროვნული თეატრის სცენაზე გაიმართა და მას ნიკა წულუკიძე უძღვებოდა. 

„30 წელი გავიდა იმ დღიდან, რაც იძულებული გავხდით, აფხაზეთი დაგვეტოვებინა. ამ საღამოსაც ასე დაერქვა: „ერთმანეთისთვის, 30 წელი უერთმანეთოდ – აფხაზეთისთვის”. Სწორედ ამ ეგიდით ვიწყებთ ჩვენს დღევანდელ კონცერტს. ვიმოგზაურებთ იმ დროსა და სივრცეში, რასაც ის დიდი ისტორია ჰქვია, რომელიც ჩვენ ერთად გამოვიარეთ, დღემდე მოვიტანეთ და იმედი გვაქვს, ისევ ერთად გავაგრძელებთ სულ მალე,” – აღნიშნა ნიკა წულუკიძემ კონცერტის დაწყებისას.

ნიკა წულუკიძე

კონცერტში მონაწილეობდნენ სოხუმის დრამატული თეატრისა და სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასები, ასევე სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები: „აფხაზეთი, „შავნაბადა”, აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა ზვიად ბოლქვაძესთან ერთად, აფხაზეთს სახელმწიფო ანსამბლის უფროსი თაობა, „გუმბათი”.  თეატრის ფოიეში კი წარმოდგენილი იყო გამოფენა, რომელიც აერთიანებდა აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრებსა და აფხაზეთის ჟურნალებს „რიწა” და „იალქანი”. ღონისძიების რეჟისორი სოხუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით საყვარელიძე იყო.

დავით საყვარელიძე:

„როცა კონცერტისთვის მზადება დავიწყეთ, პირველ რიგში, გადავხედეთ, თუ რა გაკეთდა ამ 30 წლის განმავლობაში. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ მას შემდეგ, რაც ქართულმა მოსახლეობამ აფხაზეთი დატოვა, მათ ერთი წამითაც არ შეუწყვეტიათ თავიანთი საქმე. პირიქით, გაორმაგებული და გასამმაგებული შემართებით განაგრძეს მუშაობა. ერთი თეატრის შემდეგ დაფუძნდა მეორე თეატრი, ერთ გამოცემას დაემატა მეორე, შეიქმნა რამდენიმე ანსამბლი და ეს ყველაფერი ძალიან სასიხარულოა. აი, სწორედ ეს პროცესი გვინდოდა, რომ მაყურებელსაც დაენახა და ასე ავაწყეთ კონცერტიც.”

ზვიად ბოლქვაძე და აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა
სოხუმის დრამატული თეატრი
აფხაზეთს სახელმწიფო ანსამბლის უფროსი თაობა
ანსამბლი „გუმბათი”
ანსამბლი „შავნაბადა”

კონცერტი „აფხაზეთისთვის” 30 წლის განმავლობაში აფხაზეთისადმი მიძღვნილი პირველი მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით შედგა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბრიუს სპრინგსტინის დედა 98 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

ბილი ჯოელი ამბობს, რომ ახალი სინგლის წყალობით მუსიკაში კვლავ იპოვა „მხიარულება”

შეიძლება დაგაინტერესოთ

სამი გამორჩეული საღამო წინანდლის ფესტივალზე: 6 სექტემბრის მუსიკალური დღის მიმოხილვა

წინანდლის ფესტივალი 6 სექტემბერს სტუმრებს კლასიკური მუსიკისა და თანამედროვე ქართული მუსიკალური სცენის გამორჩეული წარმომადგენლების მონაწილეობით სამ განსხვავებულ კონცერტს შესთავაზებს.
მეტი
PINCHAS ZUKERMAN / SAYAKA SHOJI / ORI KAM / BRYAN CHENG / SERGEI BABAYAN

წინანდლის ფესტივალის 4 სექტემბრის პროგრამა: კლასიკური მუსიკის ორი გამორჩეული კონცერტი

წინანდლის ფესტივალი კლასიკური მუსიკის მოყვარულებს 4 სექტემბერს ორ გამორჩეულ საკონცერტო პროგრამას შესთავაზებს.
მეტი

DA TI – ქართველი არტისტი, რომლის სინგლიც Take Me There TikTok-ის გლობალურ ჰიტად იქცა, თბილისში კონცერტს გამართავს

ევროპაში დაფუძნებული ქართველი არტისტი 14 ნოემბერს, ACADEMY-ს ორგანიზებით, მსმენელის წინაშე წარდგება
მეტი
ჰარი სტაილსი - BRIT Awards 2026 -ზე, 2026 წლის 28 თებერვალი, ინგლისი Zak Hussein/Billboard

ჰარი სტაილსმა კონცერტის დროს ტეილორ სვიფტის ქორწილზე იხუმრა

მომღერალმა მედისონ სკვერ გარდენში რეზიდენციის მესამე კონცერტი, ნიუ-იორკ ნიქსის ჩემპიონობა და ყოფილი შეყვარებულის, ტეილორ სვიფტის ქორწილი ერთ ხუმრობაში გააერთიანა.
მეტი
Kehlani - BET Awards 2026-ზე, Peacock Theater, 2026 წლის 28 ივნისი, ლოს-ანჯელესი

Kehlani ჰოსპიტალიზაციის შემდეგ ტურნეს ორ კონცერტს აუქმებს

Kehlani  მსოფლიო ტურნეს დროებით აჩერებს და ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენაზე კონცენტრირდება. გრემის მფლობელმა მომღერალმა 26 აგვისტოს სოციალურ ქსელში განაცხადა,…
მეტი