„სიცხადე ჰგავს კომეტის ნატეხებს” – Eko & Vinda Folio-ს ახალი ვიდეოკლიპი

ეს პირველი ვიდეოა მუსიკოსების ახალი ალბომიდან „თავშეკავება”.

Eko & Vinda Folio ახალ ვიდეოკლიპს აქვეყნებს სიმღერაზე „სიცხადე ჰგავს კომეტის ნატეხებს”. ეს პირველი ვიდეოა მუსიკოსების რიგით მეორე ალბომიდან „თავშეკავება”, რომელიც ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, 2023 წლის 23 ნოემბერს გამოვიდა. 

Vinda Folio:

„ეს არის სიმღერა იმის შესახებ, თუ როგორ ჟღერს ადამიანის შინაგანი სამყარო, როცა ის ტრანსფორმაციის პროცესში იბზარება და, ასე ვთქვათ, ჭრიალებს. იმის შესახებ, თუ როგორი ბუნდოვანი და უსიამოვნოა ეს პროცესი, მაგრამ ამავდროულად გარდაუვალი. ამ დროს პერსონალური არმაგედონი ისეთ განცდას იწვევს, თითქოს მთელ დედამიწას კომეტები ანადგურებდეს. 

თავისი ჟღერადობითა და ტექსტით ეს სიმღერა ჩვენი ალბომისთვის განმსაზღვრელი შტრიხის მიმცემია. ის ყველა იმ კომპონენტს ატარებს, რითაც წინა ალბომისგან, „თერაპიისგან” განსხვავდება. ეს არის უფრო ხისტი ჟღერადობა და, ასე ვთქვათ, „ჟანგიანი” ტექსტურა. ზოგადად, ეს ალბომი თავისი მუსიკალური და ვიზუალური ესთეტიკით ერთგვარი პატივის მიგებაა იმ კლასიკური პოსტ-პანკისთვის, რომლის მოსმენიდანაც დაიწყო საერთოდ ჩვენი სიყვარული ამ ჟანრის მიმართ. „Სიცხადე ჰგავს კომეტის ნატეხებს” კი ამ თვალსაზრისით ყველაზე კარგად ავლენს ჩვენს მუსიკალურ ფესვებს. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ პირველი ვიდეო ამ სიმღერაზე გადაგვეღო. 

რაც შეეხება კლიპის ესთეტიკას, ეს ფირის ნეგატივის პირქუში ვიზუალიც, რომელშიც მთელი კლიპია გადაწყვეტილი, იმავე კლასიკურ პერიოდს უკავშირდება და, ამავდროულად, ძალიან მოხელთებულად გადმოსცემს ადამიანის სპეციფიკურ შინაგან მდგომარეობას, რომელსაც ჩვენ ყველანი გავდივართ.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის 2024 წლის ნომინანტების ვინაობა უკვე ცნობილია

შემდეგი სტატია

მარკ ნოპფლერმა საქველმოქმედო სიმღერაში 60 გიტარისტი გააერთიანა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი