16 Carriages და Texas Hold ‘Em – ბიონსე ქანთრი ჟანრის მიმართ ინტერესს ორი ახალი სიმღერით ავლენს

სიმღერების გამოცემასთან ერთად 32 გრემის მფლობელმა მომღერალმა ახალი სტუდიური ალბომიც დააანონსა.

11 თებერვალს გამართულ  “სუპერ ბოულის” ფინალზე ბიონსემ მსმენელებს მოულოდნელი სიახლე წარუდგინა. მომღერალმა ორი ახალი სიმღერა, 16 Carriages და Texas Hold ‘Em გამოსცა და ახალი ალბომიც დააანონსა. ანონსის ვიზუალური ესთეტიკიდან გამომდინარე,  სტუდიური ჩანაწერი ქანთრი ჟანრის იქნება. 

16 Carriages ერთგვარი ავტობიოგრაფიული ბალადაა და მომღერლის ძლიერ ვოკალურ შესაძლებლობებს კარგად წარმოაჩენს. რიცხვი 16 ბიონსესთვის მნიშვნელოვანია: სწორედ ამ ასაკის იყო მომღერალი, როცა ჯგუფ „დესტინის ჩაილდთან“ ერთად ხმის ჩამწერ კომპანია „კოლამბიასთან“ კონტრაქტი გააფორმა და პირველი წარმატებული სინგლი, No, No, No გამოუშვა. სიმღერის 16 Carriages ტექსტი ბიონსეს ცხოვრებიდან სხვადასხვა მონაკვეთებს ეხება და მუსიკოსის ადრეულ ოცნებებზე გვიამბობს. რაც შეეხება მეორე სიმღერას, Texas Hold ‘Em, ეს არის მუსიკალური ნამუშევარი, რომელშიც ტემპი და ფოლკის გავლენა იგრძნობა.  

აღსანიშნავია, რომ 32 გრემის მფლობელი მუსიკოსი ქანთრის მიმართ ინტერესს პირველად არ იჩენს. ჯერ კიდევ 2016 წელს ბიონსემ გამოსცა ტრეკი Daddy Lessons, რომელიც სწორედ ქანთრის ჟანრობრივი გავლენით გამოირჩევა. სიმღერა შესულია მომღერლის მეექვსე სტუდიურ ალბომში Lemonade. 

ამ დროისათვის ბიონსეს ბოლო ალბომია 2022 წელს გამოცემული Renaissance. Ეს არის სამმოქმედებიანი ალბომების სერიის ნაწილი და, როგორც აღმოჩნდა, ამ სერიის გაგრძელება ქანთრი ჟანრის ალბომი იქნება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

როდ სტიუარტი, 2021 წლის 14 სექტემბერი, ლონდონი, ფოტო: სამირ ჰუსეინი

როდ სტიუარტის აზრით, ედ შირანის მუსიკა დროს ვერ გაუძლებს

შემდეგი სტატია

Sexy Bicycle

Sexy Bicycle-ის ახალი სიმღერა – Keep On

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი