სელენა გომესი ახალ სიმღერას აანონსებს

Single Soon-ის შემდეგ ეს სელენა გომესის პირველი სინგლია

სელენა გომესმა 2024 წელს მისი პირველი მუსიკალური პროექტი, Love On დააანონსა.

პოპ-ვარსკვლავმა სელენა გომესმა ინსტაგრამზე დააანონსა ახალი სიმღერა, Love On, რომელიც 22 თებერვალს გამოვა. „მოითმინე, სანამ ჩემს სიყვარულს ჩართავ“, – წერს სელენა გომესი.

მომღერალმა და მსახიობმა  სინგლის ყდაც გააზიარა, სადაც თავად არის გამოსახული თეთრ ხალათში, ოკეანის ფონზე.

Single Soon-ის შემდეგ, Love On სელენა გომესის პირველი სინგლი იქნება. ორივე ეს სიმღერა, სავარაუდოდ, სერიალ Only Murders in the Building-ის საუნდტრეკი იქნება, სიმღერები კი სელენას მომავალ, მესამე ალბომში შევა, რომლის გამოსვლა ამავე წელსაა მოსალოდნელი. 

სელენა გომესმა ალბომის შესახებ იანვარში ისაუბრა: „ვგრძნობ, კიდევ ერთი ალბომი იბადება ჩემში, თუმცა, ალბათ, მაინც მსახიობობისკენ მიმიწევს გული“

ნახეთ სელენა გომესის ინსტაგრამ პოსტი სიმღერა Love On -ის შესახებ:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მადონას კიდევ ერთი თანამშრომლობა აქვს, ამჯერად The Weeknd-თან და Playboi Carti-თან.

მადონა The Weeknd-თან და Playboi Carti-თან თანამშრომლობას აანონსებს

შემდეგი სტატია

შაკირამ ახალი ალბომი დააანონსა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი