2024 წლის „ხალხის რჩეულის“ დაჯილდოებაზე ლენი კრავიცს მუსიკის ლეგენდის ჯილდო გადაეცა, რა დროსაც მუსიკოსი აუდიტორიის წინაშე ემოციური სიტყვით წარდგა. კრავიცმა იმ სწორ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომლებიც მან მუსიკალური კარიერის განმავლობაში გადადგა.
ყველაზე მეტ ნომინაციაში ტეილორ სვიფტმა გაიმარჯვა, თუმცა, ავსტრალიის ტურნეს გამო, ის ღონისძიებაზე არ იმყოფებოდა. ლენი კრავიცმა კი საზეიმო საღამო ბევრისთვის ნამდვილ დღესასწაულად აქცია, როდესაც თავისი კლასიკური ჰიტების მინი-სეტი შეასრულა.
2024 #PCAs Music Icon Lenny Kravitz performs his greatest hits pic.twitter.com/a5eVcr9iZO
— The Hollywood Reporter (@THR) February 19, 2024
კრავიცს საპატიო პრიზი გრემის სამგზის მფლობელმა ვიქტორია მონემ გადასცა.
„ბევრისთვის ეს ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს, ჩემთვის კი ის მნიშვნელობა აქვს, რომ შენ წარუშლელი კვალი დატოვე იმით, რაც ღმერთმა მოგანიჭა. გაბედეთ და იყავით განსხვავებულნი”.
An absolute LEGEND, this year's Music Icon is @lennykravitz! 🎸 pic.twitter.com/Rx7kgBuHBf
— People's Choice (@peopleschoice) February 19, 2024
„როცა პირველად ჩამოვედი, ბევრმა შემომთავაზა გარიგება, მათ სურდათ ჩემი მუსიკა შემეცვალა, მათთვის არ იყო ჩემი მუსიკა საკმარისად შავი ან საკმარისად თეთრი. ის ყუთში ლამაზად არ იფუთებოდა. მე უარი ვთქვი ფულზე და იმ დაპირებებზე, რომლებიც ვარსკვლავად მაქცევდა, რადგან საკუთარ იდენტობას დავკარგავდი და არ ვიქნებოდი ბუნებრივი”, – თქვა კრავიცმა სამადლობელ სიტყვაში.
ლენი კრავიცის აზრით ლეგენდა სწორედ ის არის, ვინც სხვებს ასწავლის და შთააგონებს, რომ პირველ რიგში საკუთარი თავის ირწმუნონ, მიჰყვნენ იმ მიმართულებას, რომელიც მათ აირჩიეს.
„ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა ის, რომ ბევრი ჩანაწერი გამეყიდა ან ბევრი ჯილდო მიმეღო, არასდროს მქონია რაიმე ფორმულა ან წინასწარ გათვლილი ქმედება. ამ ყველაფერს ჩემი ცხოვრებისეული მოგზაურობისთვის, სიამოვნებისთვის, მადლიერების გამოხატვისთვის და იმ საჩუქრის სწორად გამოყენებისთვის ვაკეთებდი, რაც ღმერთმა ჩემთვის გაიმეტა. ეს მოგზაურობა ახლაც გრძელდება, რადგან მე მხოლოდ ჩემს თავზე ვმუშაობ.”
ეს მუსიკალური მოგზაურობა კარგა ხანი არ შეჩერდება, ამბობს ლენი კრავიცი.
„მე მუსიკის გულშემატკივარი იქამდე ვიყავი სანამ მუსიკოსი გავხდებოდი. ჩემი მანტრა ახლაც იგივეა, რაც ოცდათხუთმეტი წლის წინ იყო: არასდროს მიჰყვე ტენდენციებს, დაიჭირე შენი ტემპი და გააანალიზე, რომ საუკეთესო აქ და ახლა ხდება, ის შენს წინ დევს”.
ლენი კრავიცის წარდგენისას ვიქტორია მონემ აღნიშნა: „ჩვენ ახლა აქ იმიტომ ვიმყოფებით, რომ ხაზი გავუსვათ უდავო გენიოსის, ლენი კრავიცის შემოქმედებას. ამ ჩამონათვალიდან არცერთი აღწერა ერთმანეთს არ წინააღმდეგობა, იგი არის მამა, მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, სასცენო შემსრულებელი, მსახიობი, დიზაინერი, მოდის კრიტიკოსი, ქველმოქმედი, მეოცნებე და უბრალოდ სიყვარულის მეფე”.
.@lennykravitz performing all these hits is exactly why he is our Music Icon! 🎸 #PCAs pic.twitter.com/taEX8NWeyn
— People's Choice (@peopleschoice) February 19, 2024