ლიონელ მესი საყვარელი სიმღერების სიას აქვეყნებს

ფეხბურთელის გასახურებელი მუსიკა ისეთ შემსრულებლებს მოიცავს, როგორებიცაა Bad Bunny, Peso Pluma, კაროლ ჯი, Grupo Frontera და სხვები
ლიონელ მესი არგენტინისა და ავსტრალიის ამხანაგურ მატჩში, 2023 წლის 15 ივნისი
Lintao Zhang/Getty Images

ლიონელ მესის ფანებს აღარ მოუწევთ იმის გამოცნობა, თუ რა მუსიკას უსმენს ფეხბურთელი მოედანზე გასვლამდე. Apple Music-მა La Pulga-ს საყვარელი სიმღერების სია გააზიარა. ფლეილისტი, სახელწოდებით „ლიონელ მესი: გახურება”, ისეთ შემსრულებლებს მოიცავს, როგორებიც არიან Bad Bunny, Peso Pluma, კაროლ ჯი, Bizarrap, Grupo Frontera და სხვები. 

„მუსიკას ყოველთვის დიდი როლი ჰქონდა ჩემს ცხოვრებაში, განსაკუთრებით მატჩების დღეებში,” – აღნიშნავს მესი ფლეილისტის აღწერაში. „მუსიკა ჩემს გონებას აწყნარებს და სიმშვიდის შენარჩუნებაში მეხმარება.”

60-სიმღერიან ფლეილისტში ისეთი ჰიტები შედის, როგორებიცაა Despacito, Ay Vamos, Provenza. სია წარმოაჩენს მესის სიყვარულს მექსიკური მუსიკის მიმართაც ისეთი შემსრულებლების დასახელებით, როგორებიც არიან მალუმა, Peso Pluma, Fuerza Regida, კარინ ლეონი და სხვები. 

შეიძლება თამამად ითქვას, რომ La Pulga Grupo Frontera-ს ფანია, რადგან მის ფლეილისთში ბენდის არაერთი სიმღერა შედის.

სია მოიცავს როგორც ლათინურ, ასევე ინგლისურენოვან სიმღერებს, მაგალითად, Coldplay-ს Viva La Vida, რიანას Don’t Stop the Music, U2-ს Vertigo და დრეიკის First Person Shooter. და, რა თქმა უნდა, მესის ფლეილისტში დიდი ადგილი უკავია მის მშობლიურ არგენტინულ მუსიკას. 

„ეჭვგარეშეა, რომ ის, რაც ლიონელ მესის შეუძლია ბურთით გააკეთოს, არაამქვეყნიურია. მაგრამ ერთი რამ, რაც მას ისეთად აქცევს, როგორიც ყველა დანარჩენი ვართ, ეს მუსიკის სიყვარულია – ლათინური პოპიდან და როკიდან დაწყებული, რეგითა და მისი მშობლიური არგენტინული მუსიკით დასრულებული,” – ვკითხულობთ ფლეილისტის აღწერაში. „ეს G.O.A.T.-ის ექსკლუზიური ფლეილისტია, რომელსაც მაშინ უსმენს, როცა კონცენტრაცია სჭირდება.” 

ნახეთ ლიონელ მესის საყვარელი სიმღერების სია:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ფარელმა ლუი ვიტონის ახალი კოლექციის შექმნა Tyler, the Creator-ს მიანდო

შემდეგი სტატია

SKAZZ-ISTERIKA

SKAZZ-ის ახალი სიმღერა SAD KHAR

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი