ზენდეია, ჯეიმი ლი კერტისი და სხვები 2024 წლის ოსკარის დაჯილდოებას დაესწრებიან 

ცერემონიაზე წინა წლის ყველა გამარჯვებული მსახიობი იქნება.
ზენდეია 2022 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე
Gilbert Flores for Variety

მაჰერშალა ალი, ნიკოლას კეიჯი, ჯეიმი ლი კერტისი, ბრენდან ფრეიზერი, ჯესიკა ლანგი, მეთიუ მაკკონაჰი, ლუპიტა ნიონგი, ალ პაჩინო, მიშელ პფაიფერი, ჯონათან კი ქუანი, სემ როკველი, მიშელ იეო და ზენდეია 10 მარტს 2024 წლის ოსკარის დაჯილდოებას დაესწრებიან. 

ჩამოთვლილთაგან ყველა მსახიობი ოსკარის მფლობელია, გარდა ორისა: მიშელ პფაიფერი, რომელიც სამჯერ იყო ნომინირებული ჯილდოზე და ზენდეია, რომელმაც ორი „ემი” მიიღო HBO-ს სერიალ Euphoria-ში შესრულებული როლისთვის.

ბრენდან ფრეიზერი გასული წლის საუკეთესო მსახიობი კაცი გახდა ფილმისთვის The Whale. მიშელ იეო კი გასული წლის საუკეთესო ქალი მსახიობი ფილმისთვის Everything Everywhere All at Once. ჯეიმი ლი კერტისმა და ჯონათან კი ქუანმა კი მეორეხარისხოვანი როლების ნომინაციები მოიგეს ფილმისთვის Everything Everywhere All at Once.

ოსკარის დაჯილდოების 96-ე ცერემონია 10 მარტს ტრადიციულ ადგილას, დოლბის თეატრში გაიმართება. ღონისძიების წამყვანი, უკვე მეოთხედ, ჯიმი კიმელი იქნება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ეკატერინე არჩაიას ახდენილი ოცნება – „იმ თეატრში მოვხვდი, რომელსაც მთელი ბავშვობა შევნატროდი“

შემდეგი სტატია

კანიე უესტი 2022/20223 წელს პარიზის მოდის კვირეულზე. ფოტო: სტეფანე კარდინალე

დონა სამერის სააგენტო კანიე უესტს უჩივის

შეიძლება დაგაინტერესოთ

კანიე უესტის თქმით, მან და მისმა მეუღლემ გრემის აჯობეს

„ჩემი ცოლი „გუგლში” ყველაზე ხშირად მოძებნილი ადამიანია დედამიწაზე,” - დაწერა რეპერმა ინსტაგრამის უკვე წაშლილ პოსტში.
მეტი
კრის მარტინი გრემის 67-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე Crypto.com Arena-ს სცენაზე - 2025 წლის 2 თებერვალი, ლოს ანჯელესი. ფოტო: ემი სუსმანი /Getty Images

კრის მარტინმა სიმღერა All My Love-ის შესრულებით გარდაცვლილ მუსიკოსებს პატივი მიაგო

გრემის ცერემონიალზე, In Memoriam-ის ნაწილში, პატივი მიაგეს იმ არტისტებს, ვინც გასულ წელს გარდაიცვალა. მათ შორის: ლაიამ პენი, ტობი კითსი და სემ მური
მეტი

ექვსი არტისტი, რომლებიც 2025 წლის გრემის დაჯილდოების საუბრების მთავარი გმირები იქნებიან

ბიონსედან დაწყებული, ჩაპელ როუნით დასრულებული, ამ სუპერვარსკვლავებმა შესაძლოა წლევანდელი ცერემონია განსაზღვრონ
მეტი