ტეილორ სვიფტმა სინგაპურთან ოჯახურ კავშირზე ისაუბრა

„მთელი ცხოვრებაა, სინგაპურის შესახებ მესმის,” – უთხრა სვიფტმა თაყვანისმცემლებს სინგაპურის ეროვნულ სტადიონზე.
ტეილორ სვიფტი Eras Tour-ში
Tom Cooper/TAS23/Getty Images for TAS Rights Management

ტეილორ სვიფტს სინგაპურთან ოჯახური ისტორია აკავშირებს. ამის შესახებ მომღერალი თაყვანისმცემლებს სინგაპურის ეროვნულ სტადიონზე გამართულ კონცერტზე ესაუბრა. 

„დედაჩემს ბავშვობის დიდი ნაწილი სინგაპურში აქვს გატარებული. აქ იზრდებოდა მშობლებსა და დასთან ერთად,” – თქვა სვიფტმა. მუსიკოსი, რომელმაც ბებიისადმი მიძღვნილი ემოციური კომპოზიციის, Marjorie-ს სიმღერა დაასრულა, როიალს მიუჯდა და Everemore-ის აკორდების ფონზე მაყურებელს დედის, ანდრეა სვიფტის ბავშვობის ისტორია გაუზიარა.

„ბევრჯერ, როცა აქ ტურნეს ფარგლებში ჩამოვსულვართ, დედაჩემს თავის ძველ სახლთან და სკოლასთან მივუყვანივარ. მთელი ცხოვრებაა, სინგაპურის შესახებ მესმის. აქ ჩამოსვლა და ამხელა კონცერტის შესრულება ამდენ ლამაზ და კეთილშობილ ადამიანთან ერთად, რომლებმაც ჩემს ოჯახს პატივი მიაგეს იმით, რაც ახლა თქვენ ამ სიმღერაზე (Marjorie) გააკეთეთ, ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს.”

მუსიკოსმა დედის სინგაპურთან კავშირზე ადრეც ისაუბრა – სინგაპურის გაზეთისთვის 2016 წელს მიცემულ ინტერვიუში. მაშინ სვიფტმა ჟურნალისტს უთხრა, რომ ბაბუა, რომელიც საინჟინრო კომპანიაში იყო დასაქმებული, სამუშაოდ სწორედ სინგაპურში უნდა გადასულიყო. ასე რომ, დედაც თავისთავად სინგაპურში გაიზარდა. 

რაც შეეხება მუსიკალურ სიახლეებს, კვირას სვიფტმა ახალი ალბომის შესახებ განცხადება გაავრცელა და გაამხილა, რომ The Tortured Poets Department-ის მეოთხე და საბოლოო ვარიანტი მოიცავს ბონუს ტრეკს, სახელწოდებით The Black Dog. პროექტ Tortured Poets-ის დანარჩენი სამი ვერსიის თითოეულ ვარიანტში სხვადასხვა ბონუს სიმღერა შედის: The Manuscript, The Bolter და The Albatross. ალბომი 19 აპრილს გამოვა. 

ნახეთ სვიფტის ვიდეო სინგაპურის სტადიონიდან:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯასტინ ბიბერი და პეტი მალეტი, 2020 წლის 27 იანვარი, კალიფორნია. ფოტო: კევინ მაზური.

ჯასტინ ბიბერის დედა შვილის 30 წლის იუბილეზე მისი ბავშვობის ფოტოებს აზიარებს

შემდეგი სტატია

ნანი ბრეგვაძე და მანანა მენაბდე ქართული ბრენდის Situationist-ის სარეკლამო კამპანიის სახეები არიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი