როგორც იქნა, დუა ლიპას ფანების მოლოდინი გამართლდა. 28 წლის პოპვარსკვლავმა ახალი სტუდიური ალბომი Radical Optimism დააანონსა. 11 კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი, რომელიც ლიპას პირველი სრული ჩანაწერი იქნება 2020 წელს გამოცემული Future Nostalgia-ს შემდეგ, 3 მაისს გამოვა.
ალბომის ყდის ფოტოზე დუა ლიპა ოკეანეში ცურავს, სადაც მას ზვიგენი უახლოვდება. საშიში სცენარის მიუხედავად, ფოტო მშვიდ ემოციებს ტოვებს, რაც, როგორც ჩანს, ალბომის სახელწოდების (რადიკალური ოპტიმიზმი) ვიზუალური გამოხატულებაა.
დუა ლიპამ უკვე გამოსცა ახალი ალბომის ორი სინგლი: Houdini, რომელიც Billboard Hot 100-ის მე-11 ადგილზე გავიდა და Training Season, რომელსაც ამავე ჩარტის 27-ე ადგილი ხვდა წილად.
ალბომის ყდისა და გამოსვლის თარიღის გარდა, ლიპამ მასში შემავალი სიმღერების სრული სიაც გამოაქვეყნა. როგორც ამ ეტაპზე ჩანს, ალბომში არ არის დუეტები სხვა არტისტებთან.
„რამდენიმე წლის წინ მეგობრისგან გავიგე ტერმინი რადიკალური ოპტიმიზმი”, – აღნიშნა მომღერალმა ალბომზე საუბრისას. „ეს არის კონცეფცია, რომელიც ჩემს პიროვნებას დაემთხვა. ამიტომ ღრმად ჩავეძიე, მისით თამაში დავიწყე და საბოლოოდ ჩემი ცხოვრების ნაწილად ვაქციე. მომიცვა იდეამ, რომ შესაძლებელია ყოველგვარ ქაოსში ღირსეულად გაიარო და იფიქრო, რომ ყველანაირ ქარიშხალს გაუძლებ. ამავე დროს, აქტიურად ვეცნობოდი ფსიქოდელიის, ტრიპ-ჰოპისა და ბრიტპოპის მუსიკალურ ისტორიას. ჩემთვის ეს ჟანრები ყოველთვის თავდაჯერებულ ოპტიმიზმთან ასოცირდებოდა და სწორედ ეს გულწრფელობა და დამოკიდებულება არის ის, რაც ჩემს ალბომში გადმოვიტანე.”
ნახეთ Radical Optimism-ის ყდა და კომპოზიციების სია: