Dr. Dre-მ 2021 წელს რამდენიმე ინსულტი გადაიტანა 

„ასეთი გამოცდილების შემდეგ ნამდვილად აფასებ, რომ ცოცხალი ხარ.”
Dr. Dre
Theo Wargo/GI for The Rock and Roll Hall of Fame

ჯეიმს კორდენთან სტუმრობისას Dr. Dre-მ წარსულ ავადმყოფობაზე ისაუბრა. მისი თქმით, 2021 წელს კლინიკაში ყოფნისას რამდენიმე ინსულტი გადაიტანა.

„ეს ისაა, რასაც ვერ აკონტროლებ. ორი კვირის განმავლობაში სამი ინსულტი გადავიტანე,” – უთხრა რეპერმა კორდენს.

Dre-მ საავადმყოფოში წასვლის ეპიზოდიც გაიხსენა. მისი თქმით, გაღვიძებისას ყურის უკან უსიამოვნო შეგრძნება ჰქონდა, რაც შემდეგ „ყველაზე საშინელ ტკივილად” იქცა.

„ავდექი და ჩვეულებისამებრ დავიწყე დღე. თუმცა ცოტა ხანში ვიფიქრე, დავწოლილიყავი და ცოტა წამეძინა. ჩემს ვაჟს მეგობარი გოგონა ჰყავდა და მან მითხრა, არა, საავადმყოფოში უნდა წაგიყვანოთო. შემდეგ უკვე გონებას ვკარგავდი. ხან გონზე ვიყავი, ხან – არა. საბოლოოდ კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში აღმოვჩნდი, სადაც ორი კვირა გავატარე. მესმოდა, ექიმები რომ შემოდიოდნენ და ამბობდნენ: თქვენ არ იცით, რა იღბლიანი ხართ.”

Dre-ს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ექიმებს ჰკითხა, თუ რა შეეძლო გაეკეთებინა ანევრიზმის თავიდან ასაცილებლად, კითხვაზე პასუხი ვერავინ გასცა. „წარმოდგენაც არ მქონდა, რომ მაღალ წნევას ვატარებდი ან რაიმე მსგავსი, რადგან ჯანმრთელად ვცხოვრობ. სიმძიმეებით ვვარჯიშობ, დავრბივარ, ყველაფერს ვაკეთებ, რომ ჯანმრთელი ვიყო. მაგრამ მაღალი წნევა შავკანიან კაცებში ხშირი შემთხვევაა – ეს არის და ეს. ამას ჩუმ მკვლელს უწოდებენ. შენ აზრადაც არ მოგივა, ამიტომ თავი სულ უნდა იმოწმო,” – თქვა მან. 

რეპერმა ასევე აღნიშნა: „ასეთი გამოცდილების შემდეგ ნამდვილად აფასებ, რომ ცოცხალი ხარ. ეს დარწმუნებით შემიძლია ვთქვა.” 

Dr. Dre-ს სრულ ინტერვიუს მოუსმინეთ ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Kanda Teenage Honey – საქართველოში მცხოვრები ბრიტანელი მუსიკოსის, ნიკ ჰადსონის ახალი ალბომი

შემდეგი სტატია

ბრუნო მარსი პერფორმანსის დროს, 2021 წელის 16 ოქტომბერი, ლას ვეგასი. ფოტო: დენის ტრუსცელო

ლას-ვეგასში მდებარე სასტუმროებისა და კაზინოების ქსელი MGM Grand აცხადებს, რომ ბრუნო მარსს 50 მილიონი დოლარის ოდენობის ვალი არ აქვს

შეიძლება დაგაინტერესოთ

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი