ლას-ვეგასში მდებარე სასტუმროებისა და კაზინოების ქსელი MGM Grand აცხადებს, რომ ბრუნო მარსს 50 მილიონი დოლარის ოდენობის ვალი არ აქვს

“MGM-ისა და ბრუნო მარსის პარტნიორობა დიდი ხის განმავლობაში ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული„ – წერს კომპანია განცხადებაში.
ბრუნო მარსი პერფორმანსის დროს, 2021 წელის 16 ოქტომბერი, ლას ვეგასი. ფოტო: დენის ტრუსცელო
ბრუნო მარსი პერფორმანსის დროს, 2021 წელის 16 ოქტომბერი, ლას ვეგასი. ფოტო: დენის ტრუსცელო

კომპანია MGM Resorts International უარყოფს გამოცემა NewsNation-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბრუნო მარსს 2016 წელს კომპანიასთან გრძელვადიანი რეზიდენტობის კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ 50 მილიონ დოლარზე მეტი ვალი დაუგროვდა.

„ჩვენ ბრუნო მარსთან ურთიერთობით ვამაყობთ, ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და საოცარი შემსრულებელია. MGM-ისა და ბრუნო მარსის პარტნიორობა ხანგრძლივია და იგი ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული. ნებისმიერი სპეკულაცია ჩვენთვის მიუღებელია და ჭეშმარიტებას არ ეფუძნება. MGM მოხარულია, რომ ჩვენ ერთად ვაგრძელებთ სტუმრებისთვის  დაუვიწყარი და შთამბეჭდავი გამოცდილების გაზიარებას“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ბრუნო მარსის სოლო ალბომი 2016 წელს გამოვიდა და მისი სახელწოდებაა 24K Magic. ალბომში ისეთი ჰიტებია შესული, როგორებიცაა That’s What I Like და Versace on the Floor. სიმღერა That’s What I Like ბილბორდის საუკეთესო ასეულში რამდენიმე კვირის განმავლობაში ლიდერობდა. ბილბორდ 200-ში კი ალბომმა მეორე ადგილი დაიკავა.

ბრუნო მარსისა და ანდერსონ პააკის ერთობლივი ალბომი Silk Sonic 2021 წელს გამოვიდა. ალბომის გამორჩეულმა სინგლმა Leave the Door Open ოთხი გრემი მიიღო – წლის სიმღერის, წლის ჩანაწერის, საუკეთესო R&B სიმღერისა და საუკეთესო R&B შესრულების ნომინაციებში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Dr. Dre-მ 2021 წელს რამდენიმე ინსულტი გადაიტანა 

შემდეგი სტატია

M.I.A., AURORA, Archive, Masego, La Femme – Tbilisi Open Air 2024-ზე მონაწილე არტისტები ცნობილია

შეიძლება დაგაინტერესოთ

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი