ქართველმა მუსიკოსებმა დელიბის ოპერიდან „ლაკმე” ცნობილი „ყვავილების დუეტი” ჩაწერეს

კომპოზიცია ირინა შერაზადიშვილმა და სოფია მჭედლიშვილმა შეასრულეს. მათ აკომპანემენტს ნათია აზარაშვილი უწევდა.

ქართველმა მუსიკოსებმა ლეო დელიბის ოპერიდან „ლაკმე” ცნობილი „ყვავილების დუეტი” ჩაწერეს. დუეტი სოპრანო სოფია მჭედლიშვილმა და მეცოსოპრანო ირინა შერაზადიშვილმა შეასრულეს. მომღერლებს საფორტეპიანო აკომპანემენტს კონცერტმაისტერი ნათია აზარაშვილი უწევდა. კომპოზიცია „ბრავო რეკორდში” ჩაიწერა. 

სოფია მჭედლიშვილს დამთავრებული აქვს არაერთი პრესტიჟული სასწავლებელი, მათ შორის ლა სკალას აკადემია. მისი კარიერა ითვლის ისეთი თეატრის სცენებს, როგორებიცაა იტალიის ლა სკალასა და საფრანგეთის რენის საოპერო თეატრები. ქართველი სოპრანო ასრულებს მთავარ პარტიებს ოპერებში „ლუჩია დი ლამერმური, „რიგოლეტო”, La finta giardiniera და სხვები.

ირინა შერაზადიშვილი არაერთი კონკურსის ლაურეატია. მათ შორისაა მონსერატ კაბალიეს საერთაშორისო კონკურსი და Tenor Viñas, სადაც ქართველი მეცოსოპრანო ფინალისტთა სიაში დასახელდა. ხოლო მარმანდის 33-ე საერთაშორისო კონკურსზე ის გრან-პრის მფლობელი გახდა. 2016 წლიდან ირინა შერაზადიშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტია. 

ქართველი მუსიკოსების მიერ შესრულებულ „ყვავილების დუეტს” Billboard საქართველო შემოგთავაზებთ. მანამდე კი ნახეთ სიუჟეტი ჩაწერის პროცესიდან.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

არიანა გრანდეს ბებია ყველაზე ასაკოვანი ადამიანია, რომელიც Billboard Hot 100-ის მუსიკალურ ჩარტში მოხვდა

შემდეგი სტატია

აუტიზმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი