გადასაღებ მოედანზე გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოში ტიმოთი შალამე ბობ დილანად გარდაისახა. ყავისფერი ზამშის ქურთუკი, ჩექმები, მზის სათვალეები, ხვეული თმა და სიგარეტი ხელში ზუსტად ასახავდა დილანის სტილს და 60-70-იან წლებს.
რეჟისორ ჯეიმს მანგოლდის ბიოგრაფიულ ფილმში A Complete Unknown ტიმოთე შალამეს გარდა მონაწილეობენ ელ ფენინგი, მონიკა ბარბარო, ედ ნორტონი, ნიკ ოფერმანი და სხვა ცნობილი მსახიობები.
ფილმის პრემიერის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. გასულ წელს ჯეიმს მანგოლდმა ერთ-ერთ ინტერვიუში დაადასტურა რომ მთავარი როლის შემსრულებელი ტიმოთი შალამე თავად შეასრულებს ფილმში სიმღერას. „საოცარი პერიოდია ამ დროს ამერიკის კულტურის ისტორიაში. ახალგაზრდა, 19 წლის ბობ დილანის ისტორია, რომელიც ნიუ-იორკში 2 დოლარით ჩამოვიდა და მსოფლიო სენსაციად იქცა.“ – ამბობს რეჟისორი.
ტიმოთი შალამეს თქმით, ლეგენდარული როლისთვის დილანის გამოუქვეყნებელი სიმღერების სწავლა მოუწია. „ამ ფაქტმა შეიძლება ბობ დილანის ბევრი თაყვანისმცემლის გაბრაზება და რისხვა სამართლიანად გამოიწიოს“ – აღნიშნა ხუმრობით ტიმოთი შალამემ.
ნახეთ ტიმოთი შალამეს გარდასახვა ბობ დილანის როლში, ფოტოები და ვიდეო გადასაღები მოედნიდან.
@valeriabts27 BTS of Timothée Chalamet’s new Bob Dylan Movie #timotheechalamet #timotheechalametedit #timothee #actor #celeb #celebrity #famous #newmovie #bobdylan #bobdylanmovie #nyc #fyp #fypシ #fypage #bts #behindthescenes #btsmovie #behindthescenesfootage #behindthescenesnyc #musican #1960s #1960saesthetic ♬ original sound – valeria