ანუშკა ჩხეიძის ალბომი – Clean Clear White მუსიკალურ სტრიმინგ პლატფირმაზე გამოიცა

არტისტმა ალბომი შვეიცარიულ არქიტექტურულ სტუდიასთან თანამშრომლობით შექმნა.
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

Mutant Radio-ს მულტიფუნქციურ სივრცეში ანუშკა ჩხეიძის ახალი ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. 12 აპრილს კი ნამუშევარი ციფრულ სტრიმინგ პლატფორმებზე ოფიციალურად გამოიცა. ალბომი სახელწოდებით Clean Clear White 8 ტრეკს აერთიანებს და ის ექსპერიმენტული კონცეფციით გამოირჩევა.

არტისტმა Clean Clear White შვეიცარიულ არქიტექტურულ სტუდიასთან თანამშრომლობით შექმნა. სტუდიამ მუსიკოსს შესთავაზა, მათ განახლებულ შენობაში შესულიყო და მუსიკალური ნამუშევარი შეექმნა. შენობა ბაზელში მდებარეობს და ის უნივერსიტეტის ბიოლოგებისა და ქიმიკოსებისათვის განკუთვნილი კვლევითი ცენტრია. ნაგებობის საინტერესო ხასიათიდან გამომდინარე, პროექტმა საბოლოოდ ალბომის სახე მიიღო. როგორც ანუშკა ჩხეიძემ Billboard Georgia-სთან უწინდელ ინტერვიუში აღნიშნა, ეს შემოთავაზება ერთდროულად იყო საინტერესოც და უამრავი გამოწვევებით სავსეც.

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

რაც შეხება ალბომის მსმენელისათვის გაცნობას, ნამუშევრის პრეზენტაცია 6 აპრილს ციურიხში აკუსტიკური ინსტრუმენტების თანხლებით შედგა. ამას თბილისში, Mutant Radio-ში გამართული ღონისძიებაც მოჰყვა.

რაც შეეხება არტისტის სამომავლო გეგმებს,
ივლისში ანუშკა ჩხეიძე გერმანიაში გამართულ
მასშტაბურ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას, რომლისთვისაც ახლა აქტიურად ემზადება.

მოუსმინეთ Clean Clear White-ს და ნახეთ Billboard Georgia-ს ვიდეო, რომელშიც მუსიკოსი ალბომის შესახებ საუბრობს:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნიკ კეივმა და უორენ ელისმა ემი უაინჰაუსისადმი მიძღვნილი სიმღერა გამოაქვეყნეს

შემდეგი სტატია

Aine Merme

Aine Merme-ს მუსიკალური საღამო

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი