ბობ დილანის ცენტრმა პირველი სტიპენდიატები გამოაცხადა

პროექტის ფარგლებში სტიპენდიაზე $40,000-ის დაფინანსება გაიცემა.
ბობ დილანი 2023 წლის 23 სექტემბერს Ruoff Home Mortgage Music Center-ში. ფოტო: გარი მილერი
ბობ დილანი 2023 წლის 23 სექტემბერს Ruoff Home Mortgage Music Center-ში. ფოტო: გარი მილერი

25 წლის მომღერალი და სიმღერების ავტორი ნიგერიიდან თეგა ეთანი და 28 წლის ამერიკელი ტეილორ ზიკფუზი ბობ დილანის ცენტრის სიმღერების ავტორის პირველ სტიპენდიატთა შორის დასახელდნენ.

ეს არის Universal Music Publishing Group-ის (UMPG) და ბობ დილანის ცენტრის ინიციატივა ოკლაჰომას შტატშის ქალაქ ტალსაში. პროექტის ფარგლებში სტიპენდია ჯამში $40.000 აშშ დოლარს მოიცავს, რომელიც  საზოგადოების ჩართულობას, პრეზენტაციების შესაძლებლობას და ბობ დილანის არქივში წვდომის საშუალებას იძლევა. ლეგენდარული არტისტის შემოქმედებითი პროცესის შესასწავლად სტიპენდიანტი უზრუნველყოფილი იქნება ორმხრივი ავიაბილეთითა და საცხოვრებლით, ასევე მუსიკალური გამომცემლობის წარმომადგენლებთან და კომპოზიტორებთან კონსულტაციით, ხმის ჩამწერ სტუდიაში გამოყოფილი დროით და ა.შ.

პირველი ორი სტიპენდიატი წამყვანი არტისტების და კომპოზიტორთა გლობალური გაერთიანების მიერ შეირჩა, მათ შორის არიან ჯულიეტ არმანეტი, პეტი გრიფინი, ჯონ მელენკამპი, კარლა მორისონი და Nas. მონაწილეები საბოლოოდ ბობ დილანის სტიპენდიის ცენტრმა BDC და UMPG-ის აღმასრულებლებმა შეაფასეს.

„სიმღერების ავტორებს, რომლებიც თანამედროვე მუსიკალურ ინდუსტრიაში ცდილობენ განვითარდნენ, ისეთი წახალისება და მხარდაჭერა სჭირდებათ, რომელსაც ეს სტიპენდია იძლევა. ვულოცავ თეგას და ტეილორს ამ სტიპენდიის მიღებას და ვიმედოვნებ, რომ ისინი ტალსაში ყოფნის დროს შესანიშნავ კომპოზიციებს შექმნიან.“ ნათქვამია ჯონ მელენკამპის განცხადებაში.

ორგანიზატორების თქმით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან პროექტის ფარგლებში ჯამში 600-ამდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. კრიტერიუმების მიხედვით, 2024 წლის 1 მაისამდე, მონაწილე სრულწლოვანი  უნდა ყოფილიყო.

BDC-ის მიერ გამოცხადებული პირველი სტიპენდია გასული წლის აგვისტოში გამოცხადდა, პროექტის ფარგლებში ყოველწლიურად ორი გამორჩეულად ნიჭიერი სტიპენდიატი დასახელდება, რომელიც ცენტრის მიერ დაფინანსდება.

BDC-ს კრეატიული სერვისების მენეჯერი ზაკ ფაულერი სტიპენდიატთა შერჩევის პროცესს განმარტავს: „ეს იყო უზომოდ რთული, მაგრამ სასიამოვნო გზა. მოხარულები ვართ თეგასა და ტეილორის მასპინძლობით ტალსაში და მოუთმენლად ველით მათ მუსიკას, რომელსაც აქ ყოფნის განმავლობაში შექმნიან“.

2025-2026 წლის სტიპენდიატებისთვის განცხადებების მიღება შემოდგომისთვის გამოცხადდება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: bobdylancenter.com/songwriterfellowship

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ედემი ხვიჩიას ომის დროს „დაკარგული“ ოჯახი და შეხვედრა ცოლ-შვილთან

შემდეგი სტატია

21 Savage Time-ის ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაშია

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი