გიორგი გიგაშვილი ბეთჰოვენის ფესტივალის რეზიდენტ არტისტად წარადგინეს

ფესტივალი 5 სექტემბერს გერმანიის ისტორიულ ქალაქ ბონში გაიხსნება.

გიორგი გიგაშვილი 2024 წლის ბეთჰოვენის ფესტივალის რეზიდენტი არტისტია. ფესტივალი 5 სექტემბერს გერმანიის ისტორიულ ქალაქ ბონში გაიხსნება. ფესტივალის გახსნაზე ქართველი მუსიკოსი „ჰეროიკას” ვარიაციებს დაუკრავს. რეზიდენტი არტისტის სტატუსით, აუდიტორიის წინაშე გიორგი გიგაშვილი ნინი ნუცუბიძესთან ერთად ქართული სიმღერებით წარდგება. ეს საერთაშორისო სცენაზე მუსიკოსების დუეტის პრემიერა იქნება. ფესტივალის სცენაზე ასევე გაჟღერდება გიორგი გიგაშვილის და Nikala-ს (ნიკალა ზუბიაშვილის) ერთობლივი მუსიკალური პროექტი „სერიოზული მუსიკა” გაჟღერდება. „სერიოზული მუსიკა” აკადემიური და ელექტრონული მუსიკის სინთეზია, სადაც კლასიკა თანამედროვეობას ხვდება. 

გიორგი გიგაშვილი მსმენელის წინაშე ასევე წარდგება ანსამბლ „რეზონანსთან” ერთად. ფესტივალის რეზიდენტი არტისტის ამპლუაში პიანისტი შეასრულებს ყანჩელის „ვალს-ბოსტონს” კამერულ ორკესტრთან ერთად და ასევე გაჟღერდება თავად გიორგი გიგაშვილის საავტორო ნაწარმოებები კამერული ორკესტრისთვის, ფორტეპიანოსა და ელექტრონული საუნდისთვის. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

MokuMoku-ს და Aine Merme-ს ერთობლივი სინგლი Pressure

შემდეგი სტატია

სელინ დიონმა ჯანმრთელობის მდგომარეობასა და თავის განწყობაზე საჯაროდ ისაუბრა

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი