Radiohead-ის Creep იუთუბზე მილიარდ ნახვას აჭარბებს

1992 წლის ჰიტით ბენდი პირველად მოხვდა მილიარდნახვიანთა კლუბში.
Radiohead, Creep

Radiohead ოფიციალურად შეუერთდა იუთუბის მილიარდნახვიანთა კლუბს. ჯგუფის ვიდეოკლიპმა 1992 წლის ჰიტზე Creep მილიარდ ნახვას გადააჭარბა.

მინიმალისტურ ვიდეოკლიპში Radiohead-ის წევრები ტომ იორკი, ძმები ჯონი და კოლინ გრინვუდები, ედ ობრაიენი და ფილიპ სელუეი სიმღერას ნახევრად ჩაბნელებულ სცენაზე ასრულებენ. ეს ბენდის პირველი ვიდეოა, რომელმაც მილიარდ ნახვას მიაღწია.

Creep შესულია Radiohead-ის სადებიუტო ალბომში Pablo Honey. Სიმღერა ამერიკაში  მას შემდეგ გაჰიტდა, რაც სან-ფრანსისკოს კოლეჯის რადიოს მუსიკალურმა დირექტორმა ის ბერკლის მუსიკალურ მაღაზიაში აღმოაჩინა და რადიოს ფლეილისტში დაამატა. მას შემდეგ Creep პირდაპირ მეინსტრიმ მუსიკალურ სცენაზე შეიჭრა. მისი ქავერი არაერთ ვარსკვლავს აქვს შესრულებული. მათ შორის არიან პრინცი, ოლივია როდრიგო, კელი კლარკსონი, ლიზო, ჯიმ კერი, მობი და სხვებს.

სიმღერა Billboard Hot 100-ში 34-ე ადგილს იკავებდა.

Ნახეთ Radiohead-ის Creep:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ემინემის Mockingbird-ის კლიპმა Youtube-ზე მილიარდ ნახვას მიაღწია

შემდეგი სტატია

ემინემი ახალ ალბომს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი