ლანა დელ რეი Met Gala-ს დაესწრო

მომღერალი საზეიმო ხალიჩაზე პირველად 2018 წელს წარდგა.
ფოტო: გილბერტ ფლორსი/Variety

მაისის პირველ ორშაბათს, 6 მაისს, მოდის ინდუსტრიაში წლის ყველაზე დიდი მოვლენა – 2024 წლის Met Gala გაიმართა. საზეიმო ხალიჩამ ტრადიციულად გააერთიანა თანამედროვე პოპ-კულტურის ვარსკვლავები.

Met Gala კოსტიუმირებული მიღებაა, რომელიც წინ უძღვის მეტროპოლიტენის მუზეუმის განყოფილების, კოსტიუმების ინსტიტუტის ყოველწლიურ თემატურ გამოფენას. წლევანდელი გამოფენის თემაა „მძინარე მზეთუნახავები: მოდის გამოღვიძება”. სწორედ ამ თემატიკის მიხედვით შეირჩა Met Gala-ს წლევანდელი დრესკოდიც და მისი სახელწოდებაა The Garden of Time.

ერთ-ერთი ვარსკვლავი, რომლის გამოჩენამ წელს პრესის ყურადღება განსაკუთრებით მიიპყრო, ლანა დელ რეია. მომღერალი Met Gala-ს ხალიჩაზე პირველად 2018 წელს წარდგა. ვარსკვლავმა მოდის სახლ Alexander McQueen-ის კოსტიუმი მოირგო.

რაც შეეხება ღონისძიების შემდეგ დაანონსებულ გამოფენას, ის მეტროპოლიტენის მუზეუმის მუდმივ არქივში და მოდის სახლების საარქივო კოლექციებში წარმოდგენილ 250-მდე უნიკალურ კოსტიუმს გააერთიანებს. გამოფენა 10 მაისს გაიხსნება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

წინანდლის მამულში ისტორიული „ევროპაკონცერტი” გაიმართა

შემდეგი სტატია

Doja Cat მეტროპოლიტენის მუზეუმის კოსტიუმირებულ საღამოზე სველი კოსტიუმით მივიდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი