საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია

Მეორე ნახევარფინალისტთა შორის არიან ასევე: შვეიცარია, ისრაელი, სომხეთი, ავსტრია, ესტონეთი, საბერძნეთი, ლატვია, ნიდერლანდები და ნორვეგია.
ნუცა ბუზალაძე, ფოტო: ვახტანგ ალანია
ნუცა ბუზალაძე, ფოტო: ვახტანგ ალანია

ევროვიზიის 68-ე ყოველწლიური სიმღერის კონკურსის ფინალისტები უკვე ცნობილია. ხუთშაბათს, 9 მაისს, ევროვიზიის მეორე ნახევარფინალში გასული 16 მონაწილიდან 10 ფინალში გადავიდა, საერთო ჯამში კი 11 მაისს ევროვიზიის ფინალში 26 ქვეყანა წარდგება: საქართველო, უკრაინა, გერმანია, შვედეთი, ლუქსემბურგი, ნორვეგია, იტალია, ნიდერლანდები, ისრაელი, ლიეტუვა, ესპანეთი, ესტონეთი, ირლანდია, ლატვია, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, სერბეთი, ფინეთი, პორტუგალია, სომხეთი, კვიპროსი, შვეიცარია, სლოვენია, ხორვატია, საფრანგეთი და ავსტრია.

9 მაისს, მეორე ნახევარფინალში მონაწილე ფინალისტ კონკურსანტებს შორის საქართველოს მონაწილე ნუცა ბუზალაძე სიმღერა Firefighter-ით ლიდერობს, მეორე ფავორიტად კი შვეიცარიის მონაწილე Nemo სიმღერით The Code ითვლება.

საქართველოს დებიუტი ევროვიზიაზე 2007 წლის შედგა. ბოლოს კი ფინალისტთა შორის ქვეყანა 2016 დასახელდა, რა დროსაც ნიკა კოჩაროვმა და ჯგუფმა Young Georgian Lolitaz სიმღერით Midnight Gold-ით მეოცე ადგილი დაიკავეს. წელს კი საქართველომ ბოლო შვიდი წლის მანძილზე პირველად მოიპოვა ევროვიზიის ფინალის საგზური.

1956 წელს, ევროვიზიის სიმღერის პირველ კონკურსში მხოლოდ შვიდმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა, სადაც მასპინძელმა ქვეყანამ, შვეიცარიამ, ლისი აიასის სიმღერა Refrain-ით გაიმარჯვა. შვეიცარიამ 1988 წელს სელინ დიონის სიმღერით Ne Partez Pas Sans Moi კვლავ მოიგო ევროვიზია.

აღსანიშნავია ასევე ისრაელის მონაწილე ედენ გოლანი სიმღერით Hurricane. მის გამოსვლას დარბაზში უარყოფითი შეძახილებიც მოჰყვა. მეორე ნახევარფინალის პარალელურად მალმეში პროტესტი მიმდინარეობდა, სადაც აქტივისტები  ღაზის კონფლიქტის გამო ისრაელის მონაწილის გამოსვლას უარყოფითად შეხვდნენ. 

შვედეთის ქალაქ მალმეში ევროვიზია 2024-ის ფინალი 11 მაისს 23:00 საათზე გაიმართება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ამერიკული Billboard 2024 წლის „ევროპაკონცერტის”, წინანდლის მამულისა და Silk Road Group-ის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს

შემდეგი სტატია

ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბიბერი პირველ შვილს ელოდებიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი