Prince-ის შესახებ გადაღებული ფილმი Purple Rain 4K-ში გამოვა

როკ-მიუზიკლი 4K ხარისხითა და სპეციალური ეფექტებით Prince-ის ამავე სახელწოდების ალბომის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოდის
Prince - 1984 წლის Purple Rain-ის ტურნეს დროს, 4 ნოემბერი, ჯო ლუის არენა, დეტროიტში, ფოტო: როს მარინო
Prince – 1984 წლის Purple Rain-ის ტურნეს დროს, 4 ნოემბერი, ჯო ლუის არენა, დეტროიტში, ფოტო: როს მარინო

Prince-ის ჯილდოს მფლობელი ალბომის, Purple Rain-ის გამოსვლის შემდეგ ზუსტად 40 წელი გავიდა. გულშემატკივრებისთვის კი ამ თარიღის აღსანიშნად ამავე სახელწოდების ოსკაროსანი ფილმის ადაპტირებული ვერსია გამოვა.  

საიუბილეო თარიღის აღსანიშნად როკ-მიუზიკლი Blu-ray-ის სპეციალური გამოცემით, 4K Ultra HD ხარისხში იქნება წარმოდგენილი. 

რემასტერირებული Purple Rain 4K ხარისხში კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს ფილმს, რომელსაც დისკთან და ციფრულ კოდთან ერთად, ფილმის რეჟისორის კომენტარები და მუსიკალური ვიდეო სინგლებიც ახლავს.

Purple Rain-მა Amazon-ის ბესტსელერების სიაში უკვე დაიკავა მოწინავე ადგილი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს Prince-ის შემოქმედების უკვდავებას.

Prince-ის ცხოვრებით შთაგონებული ფილმი  Purple Rain მუსიკოსის მნიშვნელოვან ეტაპებს გვიყვება. თუ როგორ იყენებს არტისტი  ადრეული ასაკიდან მუსიკას საკუთარი პრობლემების და მოძალადე მამისგან თავის დასაღწევად. მისი ჯგუფის Revolution-ის მეშვეობით Prince-ის მუსიკალური კარიერა წინსვლას იწყებს, პარალელურად კი მუსიკოსი საკუთარ შინაგან დემონებს ებრძვის.

ნახეთ Purple Rain-ის თრეილერი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბილი აილიშმა ახალი ალბომი გამოსცა

შემდეგი სტატია

4GB-ის წლევანდელი ფესტივალი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო გაუქმდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი