ფრიდა კალოს მუზეუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტანსაცმელი, რომელიც მადონას სოციალურ ქსელში ატვირთულ ფოტოებში აცვია, მუზეუმის კოლექციას არ მიეკუთვნება

მუზეუმი მადონას მიერ ატვირთულ პოსტს გამოეხმაურა.
მადონა
Kevin Mazur/WireImage

ფრიდა კალოს ტანსაცმელი, ფოტოები და ნივთები, რომლებიც მადონას  სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებში აცვია, არ მიეკუთვნება მხატვრის მუზეუმის კოლექციას. ამის შესახებ თავად ფრიდა კალოს მუზეუმმა, ე.წ. „ლურჯმა სახლმა” დაწერა. 

მუზეუმმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც პოპვარსკვლავმა სოციალურ ქსელში რამდენიმე ფოტო ატვირთა, რომლებშიც ყვავილებით გაფორმებული კაბა აცვია, მექსიკური მოსასხამი უკეთია და თეთრი ქუდი ახურავს. Პოსტში ასევე ვხედავთ თავად მხატვრის ფოტოებს, ძველ ფეხსაცმელსა და სამკაულებს.

„ლამაზი სუვენირი – მოვინახულე ჩემი მუდმივი მუზის, ფრიდა კალოს სახლი მეხიკოში,” – წერს მადონა. „ჩემთვის ჯადოსნური იყო მისი სამოსისა და სამკაულების მორგება, მისი ჟურნალებისა და წერილების წაკითხვა და იმ ფოტოების დათვალიერება, რომლებიც აქამდე არასდროს მენახა.”

ფრიდა კალოს მუზეუმის განცხადებაში კი ვკითხულობთ: „იმის საწინააღმდეგოდ, რა ინფორმაციაც სოციალურ ქსელში გავრცელდა, მნიშვნელოვანია განვმარტოთ, რომ მადონამ, დატვირთული რეჟიმის გამო, „ლურჯ სახლში” სტუმრობა ვერ შეძლო. თუმცა ჩვენ გვქონდა საშუალება, გავმასპინძლებოდით მის ოჯახსა და გუნდის წევრებს.”

მუზეუმის განცხადებაზე მომღერალს კომენტარი არ გაუკეთებია. პოპის დედოფალმა აპრილის ბოლოს მეხიკოში რამდენიმე კონცერტი გამართა. ამ პერიოდის განმავლობაში ის ხშირად გამოხატავდა სიყვარულს მექსიკური კულტურის, განსაკუთრებით კი ფრიდა კალოს მიმართ. მხატვრის ოჯახურ სახლში ვიზიტისას მომღერალმა სტუმრების წიგნში ემოციური ჩანაწერიც გააკეთა, სადაც წერს, რომ ფრიდა მისი შთაგონების წყაროა და მას „სულიერ მეგობრად” მიიჩნევს.

ფრიდა კალოსადმი პატივისცემა მომღერალმა კონცერტის დროსაც გამოხატა, როცა Vogue-ის შესრულებისას სცენაზე მექსიკელი მსახიობი სელმა ჰაიეკი მიიწვია. ჰაიეკმა 2002  წელს ოსკარი სწორედ კალოს როლის შესრულებისთვის დაიმსახურა ფილმში „ფრიდა”.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გერმანელი გამომცემელი და რეჟისორი ანა მიულერი სოხუმის თეატრში ლექციას გამართავს

შემდეგი სტატია

თბილისის ბალეტის ფესტივალი 2024 იწყება

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი