ქართული მუსიკალური სივრცეები, ფესტივალები და კოლექტივები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

„გვჯერა, რომ ნებისმიერ სფეროში დამყარებულ პროფესიულ და მეგობრულ კავშირებს, თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს ისტორიულად მთავარი, და კონსტიტუციურად დაცული მიზნის მიღწევაში,”- ვკითხულობთ განცხადებაში.

24 მაისს ქართულმა მუსიკალურმა სივრცეებმა, ფესტივალებმა და კოლექტივებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რითაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებს გამოეხმაურნენ.

გთავაზობთ განცხადების ტექსტს უცვლელად:


“ხელოვნება ყოველთვის იყო ინსტრუმენტი თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ჩვენ, მუსიკალური სივრცეების წარმომადგენლები ვთვლით, რომ პოლიტიკისა და მუსიკის ერთმანეთისგან გამიჯვნა შეუძლებელია. ჩვენი საქმიანობა ეფუძნება, ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა, მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა. სწორედ ამ ღირებულებებს ემსახურება თითოეული ჩვენგანი და ასეთი გარემოს შექმნას ვცდილობთ ჩვენს ქვეყანაში.

გვჯერა, რომ ნებისმიერ სფეროში დამყარებულ პროფესიულ და მეგობრულ კავშირებს, თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს ისტორიულად მთავარი, და კონსტიტუციურად დაცული მიზნის მიღწევაში. მიზანი კი, ევროპულ ოჯახთან გაერთიანებაა. ამ მომავალს დღეს საბოტაჟს უწყობენ. რუსული კანონი, არა მხოლოდ საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენი შემოქმედებითი და კულტურული ეკოსისტემის განვითარებას, არამედ ანადგურებს აქამდე მიღწეულ პროგრესს, რომელიც მოვიპოვეთ ისტორიული სირთულეების მიუხედავად. 


ჩვენ აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების, ძალადობის, მუქარის და უსამართლობის მიუხედავად ვდგავართ ერთად, ერთხმად ვეუბნებით არას რუსულ რეჟიმს და ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც შეცვლის ქვეყნის დასავლურ კურსს და რუსულ ორბიტაზე დაგვაბრუნებს, ჩაახშობს განსხვავებულ აზრს და საქართველოს სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცევს.

გამარჯვება გარდაუვალია, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხია. ერთიანობას ყოველთვის მოაქვს ცვლილება—გავიმარჯვებთ სახელოვნად!”

განცხადებას უერთდებიან შემდეგი სივრცეები და პლატფორმები:

2702 Meetings (Kutaisi)
303Hz
4GB
ABSEA Radio (Batumi)
Ambient.ge
Aprili
Aqtushetii (Tusheti)
Arteria
Atoms Audio
Bassiani
Bjaminoli (Zugdidi)
Black Dog (Gudauri)
Bloom Music
BUDE (Kutaisi)
Café Gallery
CES
CES Records
.clime (Batumi)
Close Encounters Festival/აქტუალური მუსიკის ფესტივალი
Cultural and Creative Industries Union of Georgia
Dancing on Architecture
Decoder Festival
Dedaena Bar
Diaci Community
Didube Records
Drama Radio
Eau de Cologne
Fantastic Planet
Georgian Music Legacy Collection
Georgian Rave Community
GMI Right Management
Harbor (Batumi)
House of Camora
HEKATE
Hydrash
INNERGATED
Jam Session Georgia by Sandro Nikoladze
Khidi
KIBE (Batumi)
Kick
Klara Bar
Komitete
Komorebi
krk (Mestia)
Leftbank
Leno Records
LTFR
Love Bar
Morevi Records
Mozaika
Mind Controlled Rectifier
Mtkvarze
Mutant Radio
Muzame
MZESUMZIRA
Narnari
Nips
Pluto’s Plan
Pluto’s Records
PROFESIO (Rustavi)
Record.ge
Reflector Club (Kutaisi) Set Fest
Secret Garden Moves (Batumi)
Sioni HiFi Soundsystem
Small Moves
Stockton Records
Street Poetry Records
Success Bar
Sync Music Academy
Tape Magazine
Tbili orgia
Tbilisi Open Air
Tela Festival
Tempo Radio
TES club
TKESHI Festival
Trade Union Musicians in Georgia | საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი
TRANSFORMA
Traphouse
TREEBAL
Tsa Music
Twin Peaks (Mestia)
Vodkast Records
White Rabbit
Wings Of Desire
Zeche.Tbilisi
Zenaari

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ნიუ-იორკის ჯაზ-კლუბ Nublu-ში ხონძი და მისი მეგობრები კონცერტს გამართავენ

შემდეგი სტატია

მილი ბობი ბრაუნმა და ჯეიკ ბონჯოვიმ იქორწინეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი