აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მანჰეტენის სასამართლომ ბიზნეს ჩანაწერების გაყალბების 34 საქმეზე გაამტყუნა.
ამ ვერდიქტით ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი ყოფილი პრეზიდენტი გახდა, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო. დანაშაულთა სია მოიცავს 130 000 დოლარის გადახდას პორნომსახიობ სტორმი დენიელსისთვის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მათი სექსუალური კავშირის დაფარვის სანაცვლოდ. მას შემდეგ, რაც ტრამპმა ჯო ბაიდენთან 2020 წელს არჩევნები წააგო, ის რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატად რჩება 2024 წლის არჩევნებში.
ტრამპი ახლა სასჯელის ზომას ელოდება, რაც ჯარიმას ან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ყველაფერი გადაწყდება სასამართლოზე, რომელიც 11 ივლისსაა ჩანიშნული. თუმცა მანამდე ადამიანები მთელი მსოფლიოდან სოციალურ მედიაში ამ ისტორიულ მოვლენას ეხმაურებიან. მათ შორის არიან მსოფლიო ვარსკვლავებიც.
ერთ-ერთია ბარბრა სტრეიზანდი, რომელმაც ახალი ამბავი მისი გავრცელებიდან მალევე გააზიარა. „გასამართლებული დამნაშავე დონალდ ტრამპი მოსამართლეს, ნაფიც მსაჯულებსა და ნიუ-იორკს ადანაშაულებს 34 საქმეში დამნაშავედ ცნობისთვის. ის არასდროს აიღებს პასუხისმგებლობას თავის დანაშაულებზე. ამერიკელებმა ეს დამნაშავე თეთრ სახლს ახლოსაც არ უნდა გააკარონ,” – წერს მომღერალი.
ვერდიქტს სხვა მუსიკოსები, მსახიობები და საჯარო ფიგურებიც გამოეხმაურნენ.
ნახეთ პოსტები:
Convicted felon Donald Trump is blaming the judge, the jury and New York for being found guilty on 34 counts. He will never accept accountability for his crimes. Americans must not allow this felon anywhere near the White House again. https://t.co/UcFfAU3bv5
— Barbra Streisand (@BarbraStreisand) May 30, 2024
GUILTY ON ALL CHARGES!!!!
— bettemidler (@BetteMidler) May 30, 2024
Former President Donald Trump has been found guilty of all 34 counts he faced.
— sheryl lee ralph (@thesherylralph) May 30, 2024
A cheer has erupted from Collect Pond Park.
We are all cheering for justice and that no one is above the law! https://t.co/z5R7tqBvby
— John Leguizamo (@JohnLeguizamo) May 30, 2024