ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სოხუმის თეატრში

1 და 2 ივნისს თეატრმა პატარა მაყურებელს უმასპინძლა.
სპექტაკლი “აისია”

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 1-4 ივნისს თბილისი გოგი თოდაძის სახელობის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა სივრცეში წარმოდგენილია 6 ქვეყნის 10-მდე სპექტაკლი.

გასული წლის მსგავსად, სოხუმის თეატრი წელსაც ღონისძიების თანაორგანიზატორი და ერთ-ერთი მასპინძელია. სწორედ სოხუმის თეატრში გაიხსნა ფესტივალი 1 ივნისს. ეროვნული სასახლის დირექტორის, თიკა რუხაძისა და ფესტივალის დირექტორის, ლევან ხეთაგურის სიტყვით გამოსვლის შემდეგ სცენა ეროვნული სასახლის ანსამბლებს დაეთმო. ღონისძიების მეორე ნაწილში კი მაყურებლის წინაშე პირველად ჩინეთის თეატრის ასოციაციის საბავშვო დასი წარდგა.

ჩინეთის საბავშვო თეატრი

ახალგაზრდებსა და პატარა მაყურებელს სოხუმის თეატრმა 2 ივნისსაც უმასპინძლა. თავისუფალი დასწრების ფარგლებში წარმოდგენილი იყო სპექტაკლები „აისია“ (მარნეული, საქართველო), „პატარა უფლისწული“ (სომხეთი) და „ხმაური და ტროლები მთებში“ (საფრანგეთი/საქართველო).

სპექტაკლი “პატარა უფლისწული”
სპექტაკლი “ხმაური და ტროლები მთებში”

თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების ფესტივალი 2018 წელს დაარსდა, 2022 წლიდან კი ის გოგი თოდაძის სახელს ატარებს. წელს ფესტივალი მეოთხედ ტარდება. ფესტივალის ორგანიზატორები ეროვნული სასახლე და საქართველოს ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტია. ღონისძიება თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

SZA - 2023 წლის 19 მარტს, ვანკუვერში კონცერტის დროს. ფოტო: ენდრიუ ჩინი

SZA-მ ემინემის სიმღერის, Lose Yourself-ის ქავერ-ვერსია გამოსცა

შემდეგი სტატია

TBILISI NEWCOMERS 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია

შეიძლება დაგაინტერესოთ

Will Kolak - ფოტო: ბექა ბეგიაშვილი

will kolak Mad Cool Festival-ის შესარჩევ კონკურსში იღებს მონაწილეობას

ქართულმა გარაჟ-როკ ბენდმა ფესტივალის კონკურსის პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა, მეორე ეტაპი კი ხალხის მხარდაჭერას და ხმის მიცემას გულისხმობს.
მეტი
რეჟისორი დავით საყვარელიძე და ჰონგ-კონგის ხელოვნების განვითარების საბჭოს ექსპერტი, ჩან კვოკ უაი ბერნისი

საერთაშორისო პროექტების ფარგლებში რეჟისორ დავით საყვარელიძის სამუშაო პროცესს ჰონგ-კონგის ხელოვნების განვითარების საბჭოს ექსპერტი, ჩან კვოკ უაი ბერნისი დაესწრო

რეჟისორ დავით საყვარელიძის მიერ აღმოსავლურ თემატიკაზე შექმნილი საბავშვო სპექტაკლის პრემიერა 20 დეკემბერს იგეგმებოდა, თუმცა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური თუ სოციალური პროცესების, გამო პრემიერა იანვრისთვის გადაიდო.
მეტი

თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის გერმანიის წარმომადგენლობა ქართველი არტისტების მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

განცხადებას, სახელწოდებით „ხელოვნება ჩაგვრის წინააღმდეგ: სოლიდარობა საქართველოს”, მსოფლიოს მასშტაბით 1500-ზე მეტი ხელოვანი და მეცნიერი აწერს ხელს.
მეტი
„მშვიდობით, თემურ” რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე

რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე სპექტაკლის „მშვიდობით, თემურ” პრემიერა შედგა

მიუხედავად იმისა, რომ დრამატურგ ბასა ჯანიკაშვილის პიესა „მშვიდობით, თემურ” 20 წლის წინ არის დაწერილი, აბსურდის თემატიკით, გროტესკითა და შავი იუმორით სავსე ნაწარმოები აქტუალობას დღესაც არ კარგავს.
მეტი