ჯეი-ზიმ ტომ ბრედის New England Patriots-ის დიდების დარბაზში შესვლის ცერემონია გახსნა

ფანებისთვის რეპერის გამოჩენა სიურპრიზი იყო.
ჯეი-ზი ჩემპიონთა ლიგის ფინალზე
Nicolò Campo/LightRocket via Getty Images

ჯეი-ზიმ ათასობით ფანი გააოცა, როცა ტომ ბრედის New England Patriots-ის დიდების დარბაზში შესვლის ცერემონია გახსნა.

რეპერი სცენაზე კვამლიდან გამოჩნდა თავისი ცნობილი ფრაზით Public Service Announcement-იდან: „ნება მიბოძეთ, თავი წარმოგიდგინოთ.” მაყურებლები გაოცებულები დარჩნენ, რადგან წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ მათ წინაშე თავად ჯეი-ზი იდგა. „ხელი აწიეთ ყველა დროის საუკეთესო ტომ ბრედისთვის,” – მოუწოდა აუდიტორიას რეპერმა. 

ჯეი-ზის გამოსვლის შემდეგ სცენაზე ტომ ბრედი შემოვიდა. მის გამოჩენას დიდი ოვაციები მოჰყვა „ჯილეტის სტადიონზე”, რომელსაც სპორტსმენი სახლს ეძახდა, რადგან ის 20 წლის განმავლობაში New England Patriots-ის წევრი იყო. როგორც ცნობილია, ბრედის შემდეგ გუნდში 12-ნომრიან მაისურს აღარავინ ჩაიცვამს.

2014 წელს ბრედი ამბობდა, რომ ჯეი-ზის დიდი ფანი იყო. რეპერსა და სპორტსმენს წლების განმავლობაში მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდათ. ჯეი-ზი ეროვნული საფეხბურთო ლიგის გართობის სტრატეგიის მიმართულებით მუშაობს და ყოველწლიურად აორგანიზებს Super Bowl-ის შოუებს. ბოლო დროს რეპერი და Super Bowl-ის შვიდგზის ჩემპიონი ტომ ბრედი ერთად აქტიურად ესწრებოდნენ ღონისძიებებს.  

ნახეთ ჯეი-ზის გამოსვლა

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„მე პაწია მერცხალი ვარ” – მიუზიკლის პრემიერა რუსთაველის თეატრში

შემდეგი სტატია

ფარელ უილიამსმა Despicable Me 4-ის საუნდტრეკი წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი