გრეისი აბრამსი ტეილორ სვიფტის მიერ ცეცხლმაქრის გამოყენების სასაცილო ვიდეოს აქვეყნებს

„ახლა უკვე ვიცით, როგორ უნდა გამოვიყენოთ ცეცხლმაქრი.”
ტეილორ სვიფტი
Octavio Jones/TAS23/GI for for TAS Rights Management


21 ივნისს გრეისი აბრამსის მეორე სტუდიური ალბომი The Secret of Us გამოვიდა, რომლის მეხუთე კომპოზიციაც, სახელწოდებით Us, ტეილორ სვიფტთან დუეტია.

ალბომის გამოსვლასთან ერთად აბრამსმა ინსტაგრამზე მისი და სვიფტის ორი ვიდეოსგან შემდგარი პოსტი გამოაქვეყნა. პირველი ვიდეო მუსიკოსების სიმღერაზე მუშაობის პროცესს ასახავს. „ერთ-ერთი ყველაზე სახალისო საღამო, რაც კი ცხოვრებაში მქონია,” – წერს აბრამსი. მეორე ვიდეოში კი ტეილორ სვიფტი სახლში გაჩენილი პატარა ხანძრის ცეცხლმაქრით ჩაქრობას ცდილობს. „ახლა უკვე ვიცით, როგორ გამოვიყენოთ ცეცხლმაქრი. მიყვარხარ”.

მანამდე აბრამსმა „ბილბორდთან” საუბარში აღნიშნა, რომ მუშაობის დროს მათ სანთლის ჩამოვარდნის ხმა გაიგეს, მაგრამ ტეილორს ეგონა, რომ ეს მისი ერთ-ერთი კატა იყო, რომელიც ხმაურობდა. შემდეგ კი ცეცხლი სვიფტმა ცეცხლმაქრით ჩააქრო.

„ის მართლაც ლეგენდაა,” – ამბობდა აბრამსი. „წარმოდგენა არ მაქვს, იმ დროს და იმ მდგომარეობაში, რომელშიც ჩვენ ვიყავით, საიდან იცოდა, თუ რა უნდა ექნა.” 

„ცეცხლმაქრის კვამლის გამო კი ორივეს რამდენიმე კვირა გვახველებდა,” – დაამატა მან.

ალბომში The Secret of Us შედის უკვე გამოცემული სიმღერები Risk და Close to You, რომელიც Billboard Hot 100-ის 49-ე ადგილზე გავიდა. გრეისი აბრამსის დებიუტი 2023 წლის თებერვალში შედგა ალბომით Good Riddance, რომელმაც Billboard 200-ის 52-ე ადგილი დაიკავა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Tbilisi Open Air 2024 გაიხსნა 

შემდეგი სტატია

ჯასტინ ტიმბერლეიკმა დაკავების შემდეგ დუმილი დაარღვია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი