ორსული ჰეილი ბიბერი ჯასტინ ბიბერთან ერთად ნიუ-იორკში დააფიქსირეს

ჯასტინმა და ჰეილიმ მომავალი შვილის შესახებ სიახლე მაისში გაავრცელეს.
Gotham/GC Images

ორსული ჰეილი ბიბერი ყურადღების ცენტრშია. ახლახან ვარსკვლავი თავის ქმართან, ჯასტინ ბიბერთან ერთად ნიუ-იორკში, რესტორანში სავახშმოდ მიმავალი დააფიქსირეს. ჰეილის ტანზე მომდგარი შავი მაქმანებიანი კოსტიუმი ეცვა, რომელშიც მისი გაზრდილი მუცელი კარგად ჩანდა. 

ჯასტინმა და ჰეილიმ მომავალი შვილის შესახებ სიახლე მაისში გაავრცელეს. წყვილმა ინსტაგრამზე ფოტოები და ვიდეოები გამოაქვეყნა, რომელშიც თეთრ კაბაში გამოწყობილი ორსული ჰეილი პოზირებს. კადრში ასევე ჩანს ჯასტინ ბიბერი, რომელიც ჰეილი ბიბერს ფოტოს უღებს. წყვილმა სოციალურ ქსელში ასევე გამოაქვეყნა ვიდეოები, რომლებშიც ასახულია მომენტი, თუ როგორ დებენ ისინი ქორწინების ფიცს ხელახლა. 

ჯასტინმა და ჰეილიმ 2018 წლის სექტემბერში ოფიციალურად იქორწინეს. ერთი წლის შემდეგ, მათ ტრადიციული საქორწილო ცერემონია სამხრეთ კაროლინაში გადაიხადეს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გამორჩეული ქართველი არტისტის, DEENA-ს ლაივ კონცერტი

შემდეგი სტატია

საბრინა კარპენტერი მისი სიმღერის ბილბორდ 100-ში შესვლას ეხმიანება: „ეს დღე აუცილებლად მემახსოვრება სიცოცხლის ბოლომდე!“

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი