Pearl Jam-ის ბენდის წევრების ავადმყოფობის გამო ბენდი იძულებული გახდა ევროპულ ტურნეზე დამატებით ორი შოუ გაეუქმებინა.
ბენდს 2 და 3 ივლისს ბერლინში Waldbühne-ში კონცერტები უნდა ჰქონოდა თუმცა წევრების ავადმყოფობის გამო ისინი გაუქმდა.
ამერიკულმა როკ-ჯგუფმა 29 ივნისს ლონდონში ტოტენჰემის სტადიონზე ამავე მიზეზით შეწყვიტა შოუს, რის შემდეგაც ჯგუფმა განცხადება გაავრცელა. მათი ტურნეში დაბრუნება კი შესაძლოა 6 ივლისს ბარსელონაში გახდეს შესაძლებელი.
Pearl Jam-ის სოციალურ არხებზე გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია: „მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ბენდის წევრები ჯერ კიდევ არ არიან სრულად გამოჯანმრთელებული.
ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთულია, ვიზიარებთ თქვენს განცდებს: ადამიანი ხარჯავს დროს, თანხას, ენერგიას, რათა ბენდის კონცერტს დაესწროს. გული გვტკიცა, რადგან იმედები უნდა გაგიცრუოთ. ასევე ვაფასებთ თითოეული იმ ადამიანის შრომას, რომლებიც შოუს განხორციელებაში გვეხმარებიან.
იმედი გვაქვს, რომ მალე დაგიბრუნდებით, ბილეთების დაბრუნება კი შეძენის ადგილზე შეგეძლებათ, მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის და გაგებისთვის, ეს ჩვენთვის მთელ სამყაროს ნიშნავს.“
We are sorry to share that the Pearl Jam concerts scheduled for Tuesday, July 2nd and Wednesday, July 3rd in Berlin are cancelled. Tickets will be refunded at the point of purchase.
— Pearl Jam (@PearlJam) June 30, 2024
Thank you for continued understanding and support, it means the world.
– Pearl Jam pic.twitter.com/fXIcjizGX8
არსებული ინფორმაციით, ცნობილი არ არის, თუ რომელი ბენდის წევრების გამო გაუქმდა კონცერტები, 25 ივნისს მანჩესტერში ჩატარებულ შოუს დროს ფრონტმენ ედი ვედერს ვოკალური სახის პრობლემები აწუხებდა.
Pearl Jam ამჟამად ალბომ Dark Matter-ის მხარდასაჭერ ტურნეში იმყოფება. 30 ივნისს ბენდმა ტრაგიკული თარიღიდან 24 წლისთავი აღნიშნა, რა დროსაც 2000 წელს დანიაში როსკილდის ფესტივალზე მათი პერფორმანსის დროს ცხრა ადამიანი დაიღუპა.
„ჩვენ პატივს ვცემთ და ვიხსენებთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც 2000 წლის 30 ივნისს ჩვენი კონცერტის დროს ტრაგიკულად დაიღუპნენ, ისინი მუდამ ჩვენს გულში იქნებიან“ – წერს ბენდი სოციალურ ქსელში.
Pearl Jam საზაფხულო ტურნეს დაწყებას აშშ-ში აგვისტოში გეგმავს.