გიორგი გიგაშვილი Edison Awards-ზეა ნომინირებული

Edison Awards-ის დაჯილდოების ცერემონია 7 ოქტომბერს ამსტერდამში გაიმართება.

გიორგი გიგაშვილი ალბომით Meeting My Shadow ნომინირებულია Edison Awards-ზე. მუსიკოსი წარდგენილია ნომინაციაში – NEWCOMERS. Edison Awards ნიდერლანდების ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური დაჯილდოებაა, რომელიც 1960 წლიდან იმართება. მას ხშირად გრემისაც კი ადარებენ. ჟიური სხვადასხვა ნომინაციაში ჯილდოს გადასცემს ხელოვანებს, რომლებმაც მუსიკალურ ინდუსტრიაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. Edison Awards-ის დაჯილდოების ცერემონია 7 ოქტომბერს ამსტერდამში გაიმართება.

ეს სიახლე გიორგი გიგაშვილმა თავად გაუზიარა მსმენელს. “ამასობაში მე, ჩემი ალბომით Meeting My Shadow, ნომინირებული ვარ Edison Awards ზე NEWCOMERS ნომინაციაში. სიხარულს და ბედნიერებას ვერ ვმალავ. დაჯილდოება გაიმართება ამსტერდამში 7 ოქტომბერს”, — წერს მუსიკოსი სოციალურ ქსელში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კრის მარტინი 2023 წლის 25 ივნისს იტალიაში, ქალაქ მილანში სან სიროს სტადიონზე. ფოტო: სერგიონე ინფონს

Coldplay-ის სიმღერის Good Feelings პრემიერა იტალიაში ჩატარებულ კონცერტზე შედგა

შემდეგი სტატია

ნიკალა ზუბიაშვილი (Nikala)

მუსიკოს ნიკალა ზუბიაშვილის (Nikala) ახალი სინგლი – Old Times

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი