მუსიკოს ნიკალა ზუბიაშვილის (Nikala) ახალი სინგლი – Old Times

Old Times 19 ივლისს გამოვა და მისი მოსმენა ყველა მუსიკალურ სტრიმინგ პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი
ნიკალა ზუბიაშვილი (Nikala)
ნიკალა ზუბიაშვილი (Nikala)

ახალგაზრდა ქართველმა არტისტმა ნიკალა ზუბიაშვილმა, სასცენო სახელით Nikala-მ, სოციალურ მედიაში ახალი სინგლის, Old Times-ის გამოსვლა დააანონსა.

სინგლი ლეიბლ Puzzlez Records-ის მეშვეობით გამოვა. მიქსინგზე და მასტერინგზე პაპუნა ალიბეგაშვილმა იმუშავა, ხოლო არტ ქავერის დიზაინი მათე კილასონიას ეკუთვნის.

 ნიკალა ზუბიაშვილი (Nikala)

„Old Times-ზე მუშაობა ჩემთვის ძალიან უცნაური იყო, რადგან ეს მუსიკა გამიზნულად გამოსაშვებად არ დამიწერია. მჭირდებოდა რაიმე ენერგიული მუსიკა კონკრეტული კონცერტისთვის, ძალიან მარტივად დავწერე, მაგრამ ამ სიმარტივეში რაღაც განსაკუთრებული ვიგრძენი, რამაც გადამაწყვეტინა, რომ ეს მუსიკა გამეზიარებინა მსმენელისთვის. ამ პროექტზე გამოდის, რომ კონკრეტულად მე ვიმუშავე გადაბმულად 3-4 დღე, რაც სრულიად საკმარისი მგონია იმისათვის, რომ გადმოსცე შენი ხასიათი მუსიკაში. 

პროექტის ინსპირაცია პირველ რიგში თვითონ ეს მუსიკა იყო. ამას დაემატა ის, რომ არის ზაფხული და, ჩემი აზრით, ძალიან მოუხდება ზაფხულს და გართობას ეს ჰაუს ტრეკი. ზოგადად, ძალიან ბევრი ჟანრის მუსიკას ვაკეთებ, მაგრამ ჰაუს მუსიკას კარიერის დასაწყისში უფრო დიდ დროს ვუთმობდი. სწორედ ამიტომ შევარჩიე ტრეკის სახელწოდებად Old Times.”

ნიკალა ზუბიაშვილი (Nikala) ხშირად თანამშრომლობს ქართველ მუსიკოსებთან – კორძისთან, ნიკოლოზ რაჭველთან, სტეფანესთან, ნინი ნუცუბიძესთან, გიორგი გიგაშვილთან და არაერთი ცნობილი კომპოზიცია აქვს მათთან თანამშრომლობით შექმნილი.  სწორედ გიორგი გიგაშვილთან ერთად შექმნა მუსიკოსმა ექსპერიმენტული პროექტი სახელწოდებით „სერიოზული მუსიკა”, რომლის პრემიერაც  2023 წლის 18 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში შედგა.

ნახეთ მუსიკოსის პოსტი ახალი ტრეკის Old Times-ის შესახებ:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გიორგი გიგაშვილი Edison Awards-ზეა ნომინირებული

შემდეგი სტატია

Matthias Meyer

Mastercard ბერლინელი მუსიკოსის, Matthias Meyer & Stimmhalt-ის საღამოს Iveria Beach-ზე წარმოგიდგენთ

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი