კეტი პერი კიდევ ერთ ახალ სიმღერას აანონსებს

ტრეკი შევა მომღერლის დაანონსებულ ალბომში სახელწოდებით „143”, რომელიც 20 სექტემბერს გამოვა.
კეტი პერი. ფოტო: Jack Bridgland

კეტი პერი კიდევ ერთ ახალ მუსიკალურ ნამუშევარს გამოსცემს. პოპ ვარსკვლავმა სიმღერა Lifetimes-ის 30-წამიანი თიზერი გაავრცელა. ტრეკი შევა მომღერლის დაანონსებულ ალბომში სახელწოდებით „143”. გარდა თიზერისა, არტისტმა სოციალურ ქსელში ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც ის თავის ახალ ტრეკზე ცეკვავს. ამ ვიდეოში კეტი პერის ფანებიც ჩანან და, როგორც აღმოჩნდა, კადრები ალბომის გამოსვლის წინ გამართულ წვეულებაზეა გადაღებული.

„143”-ის გამოცემა 20 სექტემბერს იგეგმება. ეს პირველი ახალი ალბომი იქნება მას შემდეგ, რაც 2020 წელს არტისტმა Smile გამოუშვა.

11 ივლისს კეტი პერიმ დაანონსებული ალბომის წამყვანი სინგლის, Woman’s World-ის კლიპი გამოუშვა, რომელმაც უამრავი მსმენელის კრიტიკა დაიმსახურა. აუდიტორიის ნაწილო აღნიშნავს, რომ პერის ფემინიზმის იდეა არ ესმის. ამის საპასუხოდ კეტი პერიმ კლიპის გადასაღები მოედნიდან კადრები გამოაქვეყნა. „ნებისმიერი რამ შეგიძლია გააკეთო, სატირაც კი,” – ასე დაასათაურა არტისტმა ინსტაგრამის პოსტი.

აღსანიშნავია, რომ ახალ ალბომზე მუშაობისას კეტი პერიმ ითანამშრომლა პროდიუსერ Dr. Luke-თან, რომელსაც წარსულში სექსუალურ შევიწროებაში მომღერალი Kesha ადანაშაულებდა.

ნახეთ ვიდეოები, რომლითაც კეტი პერიმ ახალი სინგლის გამოცემა დააანონსა:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტონი ბენეტი და Lady Gaga Radio City Music Hall-ში 2021 წლის 5 აგვისტოს ნიუ-იორკში. ფოტო: კევინ მაზური

Lady Gaga-მ  გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე ტონი ბენეტს პატივი მიაგო

შემდეგი სტატია

მუსიკოსები და სხვა ცნობილი ადამიანები ჯო ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის მოხსნას ეხმიანებიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

წლევანდელი შოუ ახალ მიზანსაც ისახავს: ხანძრების დასაძლევად დამატებითი თანხები შეგროვდება.
მეტი