სემ სმიტისა და ალიშა კისის სტუდიური ვიდეოკლიპი I’m Not the Only One

ახალი ვიზუალი სემ სმიტისა და ალიშა კისის დუეტისთვის შეიქმნა.

6 აგვისტოს სემ სმიტმა სიმღერა I’m Not the Only One-ის ოფიციალური მუსიკალური კლიპი გამოუშვა. სიმღერა სმიტის 2016 წელს გამოცემული სინგლია, რომლის ახლებური ვერსიაც არტისტმა ალიშა კისთან ერთად ჩაწერა. კლიპის ნაწილი კისის სტუდიაში (Jungle City Studios) ცოცხალი სესიის დროსაა გადაღებული.

ვიდეოში ასევე ასახულია სემ სმიტის საიუბილეო წვეულების, In The Lonely Hour-ის კადრები, სადაც მან და ალიშა კისმა სიმღერის დუეტი საჯაროდ პირველად შეასრულეს.

სემ სმიტის თქმით, მისთვის დიდი პატივია ალიშა კისთან სინგლის ახალ ვერსიაზე მუშაობა. „იგი წარმოუდგენლად ნიჭიერი და მშვენიერი სულის პატრონია”, – ამბობს სმიტი ალიშა კისიზე, ალიშა კი ამატებს რომ ეს თანამშრომლობა ორივეს ძალიან დიდი ხნის სურვილი იყო.

სინგლის ახალი ვერსია სემ სმიტის სადებიუტო ალბომის, In the Lonely Hour-ის მეათე საიუბილეო გამოცემას უკავშირდება. ახალ თანამშრომლობასთან ერთად ახალ საიუბილეო CD-ში სემ სმიტის ჰიტ-სიმღერის, Stay With Me-ს ახლებური ვერსიაც შევა. კრებულში ბევრი საინტერესო სიახლე იქნება, მათ შორის კოლაბორაციები ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან: Mary J. Blige, A$AP Rocky და John Legend.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლიანა ისაკაძის მიერ დაფუძნებული ფესტივალი „ღამის სერენადები“ 2024 წლის სეზონს ხსნის

შემდეგი სტატია

რამშტაინის სოლისტი გერმანულ გამოცემას უჩივის

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი