ტიმოთი შალამეს მონაწილეობით ბობ დილანის ბიოგრაფიული ფილმი A Complete Unknown შობას გამოვა

ჯეიმს მანგოლდის ფილმში Dune-ის ვარსკვლავი, ტიმოთი შალამე სიმღერებს თავად შეასრულებს
ტიმოთი შალამე ფილმში A COMPLETE UNKNOWN
ტიმოთი შალამე ფილმში A COMPLETE UNKNOWN

კომპანია Searchlight Pictures-ის თქმით, რეჟისორ ჯეიმს მანგოლდის მიერ ბობ დილანის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმი A Complete Unknown კინოთეატრებში 25 დეკემბერს გამოვა.

ფილმში  Dune-ის მთავარი გმირი ტიმოთე შალამე თამაშობს და მსახიობი დილანის სიმღერებს თავად ასრულებს. ფილმის აღწერის თანახმად, „იდუმალებით მოცული 19 წლის რევოლუციური ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა მინესოტიდან ნიუ-იორკის ვესტ-ვილიჯში გიტარით ჩადის, სადაც ამერიკული მუსიკის მიმართულების შეცვლა აქვს განზრახული.“

ფილმში ტიმოთე შალამეს გარდა ასევე მონაწილეობენ ედვარდ ნორტონი,  ელ ფენინგი, მონიკა ბარბარო და ბოიდ ჰოლბრუკი.

ოსკარზე ნომინირებულმა ტიმოთე შალამემ ლეგენდარული მუსიკოსის როლისთვის პირველი შექება უკვე დაიმსახურა. ივლისის ბოლოს ფილმის პირველი თრეილერი გამოვიდა, სადაც ტიმოთე შალამე ბობ დილანის სიმღერას A Hard Rain’s A-Gonna Fall-ს მღერის.

ნახეთ ფილმ A Complete Unknown-ის თრეილერი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

რამშტაინის სოლისტი გერმანულ გამოცემას უჩივის

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტმა ვენაში დაგეგმილი კონცერტები მას შემდეგ გააუქმა, რაც პოლიციამ ტერორისტული სცენარი გაშიფრა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჰანს ციმერი ოსკარის 67-ე დაჯილდოებაზე, როდესაც მან ოსკარი მოიპოვა ანიმაციური ფილმისთვის The Lion King JEFF HAYNES/AFP GI

ჰანს ციმერი  Dune-ის მეორე ნაწილის ოსკარიდან დისკვალიფიკაციაზე საუბრობს: „ეს უბრალოდ სულელური წესია“

კომპოზიტორმა 2021 წელს, ფილმისთვის Dune, აკადემიის ჯილდო მოიპოვა, თუმცა 2024 წელს ფილმის მეორე ნაწილისთვის ამ წარმატების გამეორება ვერ შეძლო.
მეტი
ჩარლი XCX ჰოლივუდი, კალიფორნია, 2024 წლის 12 დეკემბერი. რობინ ბეკი/AFP via Getty Images

ახალი ცნობების მიხედვით, Charli XCX გრეტა გერვიგის ფილმ „ნარნიას ქრონიკებში” მიიღებს მონაწილეობას

გერვიგის კინოვერსია მწერალ კლაივ ლუისის საბავშვო ფანტასტიკის სერიის მიხედვით არის შექმნილი, რომლის გამოსვლაც კინოეკრანებზე 2026 წელს იგეგმება.
მეტი