გამოვიდა ლედი გაგასა და ბრუნო მარსის ახალი სიმღერა DIE WITH A SMILE

მუსიკოსებმა სიმღერაზე გადაღებული ვიდეოკლიპიც გამოაქვეყნეს.
ბრუნო მარსი და ლედი გაგა 2016 წლის Victoria Secret-ის ჩვენებაზე
Taylor Hill/WireImage

მსოფლიოს ორი დიდი ვარსკვლავი გაერთიანდა – ლედი გაგამ და ბრუნო მარსმა ერთობლივი სიმღერა Die With a Smile და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გამოაქვეყნეს.

ახალი პროექტის შესახებ წყვილს ფანები წინასწარ არ გაუფრთხილებია. მათ თანამშრომლობა დუეტის გამოსვლამდე 12 საათით ადრე დაადასტურეს. გაგამ სოციალური ქსელით სიმღერის ქავერი გამოაქვეყნა, სადაც მუსიკოსები ლურჯ-წითელი რეტრო სამოსით პოზირებენ. „სანამ LG7-ს ელოდებით… DIE WITH A SMILE – დუეტი ბრუნო მარსთან,” – დაწერა მომღერალმა.

2 დღით ადრე კი ლედი გაგამ ფანებს პატარა მინიშნებაც მისცა. მან მოკლე ვიდეო გაავრცელა, სადაც ფორტეპიანოზე ბრუნო მარსის გამოსახულებიანი მაისურით უკრავს. 

საკმაოდ დიდი ხანია, რაც არც ერთ მუსიკოსს ახალი სოლო ნამუშევარი არ გამოუცია. გაგას ბოლო ალბომი Chromatica 2020 წელს გამოვიდა, მარსის 24K Magic-ს კი უკვე 8 წელი უსრულდება. 

თუმცა, ფანების სასიხარულოდ, ლედი გაგა მალე ახალ ალბომს გამოსცემს, რაც სოციალური ქსელის საშუალებით არაერთხელ დააანონსა. მან პარიზში შეკრებილ ფანებს ალბომის ორი სიმღერიდან მცირე მონაკვეთებიც მოასმენინა.

მოუსმინეთ ლედი გაგას და ბრუნო მარსის ახალ სიმღერას Die With a Smile:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Frozen-ის ჰიტი Let It Go ბრილიანტის სერტიფიკატის მფლობელი გახდა

შემდეგი სტატია

კიმ კარდაშიანი - ფოტო: ალექს ბუერ გრიფინი

კიმ კარდაშიანის ვაჟი ცდილობს დედას სპორტსმენი პარტნიორი მოუძებნოს

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი