ლედი გაგა და ხოაკინ ფენიქსი „ჯოკერის” მეორე ნაწილში ცოცხლად მღერიან

„ჩვენ არ გვსურდა ვიბრატო და იდეალური ნოტები,” – ამბობს მსახიობი.
ლედი გაგა და ხოაკინ ფენიქსი Joker: Folie a Deux-ს გადასაღებ მოედანზე
Gotham/GC Images

ლედი გაგა და ხოაკინ ფენიქსი „ჯოკერის” სიქველში Joker: Folie à Deux ცოცხლად მღერიან. ეს გადაწყვეტილება მსახიობებმა თავად მიიღეს იმისთვის, რომ მათი შესრულება ფილმში ისეთივე დაუმუშავებელი და არაპროგნოზირებადი ყოფილიყო, როგორიც მათი პერსონაჟები არიან.

Variety-სთვის მიცემულ ინტერვიუში წყვილმა, რომელიც ჰარლი ქუინისა და ართურ ფლეკის პერსონაჟებს ასახიერებს, გადასაღებ მოედანზე ცოცხლად სიმღერის შესახებ ისაუბრეს:

„ჩვენ არ გვინდოდა ვიბრატო და იდეალური ნოტები,” – აღნიშნა ფენიქსმა. მისი თქმით, მათ სურდათ, ეს შესრულება ემოციებისთვის მიენდოთ, რათა მაქსიმალურად რეალური შედეგი მიეღოთ.

„საკუთარ თავებს კითხვა დავუსვით: „რა იყო საჭირო იმისთვის, რომ როცა ორი ადამიანი შუა საუბარში სიმღერას იწყებს, ეს რეალურად გამოიყურებოდეს?”- დაამატა გაგამ. „საიდან მოდის მუსიკა მაშინ, როცა ის არავის ესმის, პერსონაჟების გარდა? არც ართური და არც ჰარლი პროფესიონალი მომღერლები არ არიან და რატომ უნდა ჩანდეს, თითქოს, არიან… ჩვენ გვსურდა, მოგვეყოლა ამბავი მათი საერთო სიგიჟისა ისე, რომ ეს ნამდვილი ყოფილიყო.”

„ვფიქრობ, ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ინტიმური, პერსონალური ურთიერთობა მუსიკასთან და გვაქვს ჩვენი შინაგანი ემოციური ცხოვრების საუნდტრეკი – მუსიკა, რომელიც არავის ესმის, ჩვენ გარდა. სწორედ ამის დაჭერა გვინდოდა ართურისა და ჰარლის შემთხვევაშიც – მათში არსებული მუსიკის.”

Folie à Deux-ს გარდა, ლედი გაგა ახალ, მეშვიდე ალბომზეც მუშაობს, რომლის გამოცემაც მომღერალმა უკვე დააანონსა. ალბომის გამოსვლამდე კი თაყვანისმცემლებს შეუძლიათ გაგას ახალი დუეტი მოისმინონ ბრუნო მარსთან ერთად – Die With a Smile, რომელიც 16 აგვისტოს ვიდეოკლიპთან ერთად გამოქვეყნდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯენიფერ ლოპესმა ბენ აფლეკთან განქორწინება მოითხოვა

შემდეგი სტატია

დენიელ პლაცმანი - Imagine Dragons-ის დრამერი, Lollapalooza-ს ფესტივალზე, 2018 წლის 24 მარტი სან-პაულუ, ბრაზილია. ფოტო: მაურისიო სანტანა

Imagine Dragons-ის დრამერი დენიელ პლაცმანი ბენდს ტოვებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი