ტეილორ სვიფტმა ლონდონის კონცერტი ფორტეპიანოს ასაწყობად შეაჩერა

მომღერალმა უემბლის სტადიონზე გამართულ კონცერტს წვიმის შოუც უწოდა.
ტეილორ სვიფტი
Vittorio Zunino Celotto/TAS24/Getty Images for TAS Rights Management

ტეილორ სვიფტის საკონცერტო ტურნე, სახელწოდებით Eras Tour, გრძელდება. 19 აგვისტოს მომღერალმა კონცერტი უემბლის სტადიონზე გამართა. შოუს მიმდინარეობისას, მოულოდნელად, მან გამოსვლა შეაჩერა, რადგან აღმოაჩინა, რომ როიალზე ერთ-ერთი ნოტი არასწორად ჟღერდა. ფანის მიერ გადაღებულ ვიდეოში სვიფტი Champagne Problems-ის შესრულებისას დაკვრას წყვეტს და ამბობს: „ეს არასწორი ნოტია”. 

„კლავიშებს უნდა ჩავხედო,” – მიმართა სვიფტმა აუდიტორიას. „ვიცი, რომ ეს არასწორი ნოტია.”

14 გრემის მფლობელმა მომღერალმა საბოლოოდ პრობლემა სცენაზე ამოსული გუნდის წევრის დახმარებით გამოასწორა და დაკვრა დაუყოვნებლივ განაგრძო. „ესეც ასე, არაჩვეულებრივია!” – აღნიშნა მან. 

კონცერტის მიმდინარეობისას ლონდონში წვიმდა, რასაც მომღერალი სცენიდან გამოეხმაურა. „წვიმს. სასიამოვნოა, არა? ჩემი აზრით, როდესაც წვიმა 6 წუთზე მეტხანს გრძელდება, შეგვიძლია, ოფიციალურად ვუწოდოთ წვიმის შოუ. წვიმის შოუები ძალიან, ძალიან განსაკუთრებულია. წვიმის შოუები მხოლოდ იმ აუდიტორიას ირჩევენ, რომელიც საკმარისად მხიარულია იმისათვის, რომ იზეიმოს და წვიმაში იცეკვოს.”

მომდევნო დღეს ტეილორ სვიფტმა უემბლის სტადიონზე თავისი ბოლო შოუ გამართა და ამით Eras Tour-ის ევროპული ნაწილი დახურა. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ არტისტი ტურნეს ჩრდილოეთ ამერიკაში გააგრძელებს. შეერთებულ შტატებსა და კანადაში დაგეგმილი კონცერტებით  ტურნეს ერთწლიანი პერიოდის ფინალური სამი თვე დაიხურება. 

აღსანიშნავია, რომ ლონდონში გამართულ შოუებზე ტეილორ სვიფტმა ფანებს არაერთი სიურპრიზი მოუწყო. სცენაზე მას ედ შირანი შეუერთდა. 20 აგვისტოს კი სვიფტმა ფლორენს უელში მიიწვია. არტისტებმა The Tortured Poets Department-იდან დუეტი შეასრულეს. ტეილორ სვიფტთან ერთად აუდიტორიის წინაშე წარდგა ჯეკ ანტონოფიც. მომღერლებმა ორი სიმღერის –  Death By a Thousand Cuts-ის და Getaway Car-ის აკუსტიკური ვერსია შეასრულეს. 

ნახეთ ვიდეო, რომელშიც ტეილორ სვიფტი ფორტეპიანოს ასწორებს:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნინი ბრეგვაძემ ამერიკის ეროვნული საფეხბურთო ლიგის თამაშზე აშშ-ის ჰიმნი შეასრულა

შემდეგი სტატია

A$AP Rocky-მ თავის უახლეს სინგლზე, Highjack-ზე გადაღებული კლიპი გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი