წინანდლის ფესტივალის პროგრამა: მეორე ნაწილი

ნახეთ 5 – 8 სექტემბრის კონცერტების მიმოხილვა.

31 აგვისტოს  წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი წინანდლის ისტორიულ მამულში მე-6 სეზონს ხსნის. ფესტივალი ცხრა დღის განმავლობაში კლასიკური მუსიკის მოყვარულებს არაერთ დასამახსოვრებელ საღამოს შესთავაზებს. Პროგრამის ფარგლებში აუდიტორიის წინაშე მსოფლიო კლასიკური მუსიკის გამორჩეული ხელოვანები წარდგებიან. 

გთავაზობთ წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონის პროგრამის მეორე ნაწილის მიმოხილვას:

5 სექტემბერს, დღის პირველ ნახევარში მსმენელის წინაშე პიანისტი ბორის გილტბურგი წარდგება, რომელიც რობერტ შუმანისა და ფერენც ლისტის ნაწარმოებებს შეასრულებს. 

ბორის გილტბურგი. ფოტო: წინანდლის ფესტივალი

ბორის გილტბურგი ისრაელელი პიანისტია. ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში ის ნიუპორტის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის გამარჯვებული გახდა. ასევე არის Paloma O’Shea Santander-ის, არტურ რუბინშტეინისა და დედოფალ ელისაბედის სახელობის კონკურსების პრიზიორი. სხვადასხვა დროს გილტბურგი თანამშრომლობდა ისეთ სახელგანთქმულ ორკესტრებთან, როგორებიცაა გაერთიანებული სამეფოს ფილარმონიული ორკესტრი, ლივერპულის სამეფო ფილარმონიული ორკესტრი, ისრაელის ფილარმონიული ორკესტრი და სხვა.

კიდევ ერთი გამორჩეული მუსიკოსი, რომელიც  წინანდლის ფესტივალის სცენას 5 სექტემბერს, უკვე საღამოს დაიკავებს, უნგრული წარმოშობის ბრიტანელი პიანისტი და დირიჟორი სერ ანდრაშ შიფია. მუსიკოსი ბახის, მოცარტისა და ბეთჰოვენის ნაწარმოებებს შეასრულებს. 

სერ ანდრაშ შიფი. ფოტო: წინანდლის ფესტივალი

შიფი მსოფლიო კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი სახელგანთქმული ფიგურაა, რომელსაც უამრავი პრესტიჟული ჯილდო აქვს მიღებული. მათ შორის არის გრემი, მოცარტის მედალი და გრამოფონის ჯილდო. მას გაერთიანებული სამეფოს ყოფილი მონარქის, ელისაბედ II-ისგან მიღებული აქვს რაინდის წოდებაც. სერ ანდრაშ შიფს არაერთხელ უთანამშრომლია მსოფლიოს წამყვან ორკესტრებთან და დაუკრავს ისეთ დარბაზებში, როგორიც კარნეგი-ჰოლია. 

წინანდლის ფესტივალი სტუმრებს მუსიკალურ საღამოებთან ერთად თეატრალურ წარმოდგენასაც სთავაზობს. 5 სექტემბერს ფესტივალის ფარგლებში თუმანიშვილის თეატრის დასი წარმოადგენს სპექტაკლს სახელწოდებით „მელოტი მომღერალი ქალი”. სპექტაკლის რეჟისორი ზურაბ გეწაძეა. 

„მელოტი მომღერალი ქალი”. ფოტო: წინანდლის ფესტივალი

წინანდლის ფესტივალის 6 სექტემბრის პროგრამა ორ კონცერტს მოიცავს. პირველი გამომსვლელი უნგრელი მევიოლინე კრისტოფ ბარატი იქნება, რომელიც იოჰან სებასტიან ბახის ნაწარმოებებს შეასრულებს. 

კრისტოფ ბარატი არაერთი პრესტიჟული კონკურსის გამარჯვებული და პრიზიორია. ის რეგულარულად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ორკესტრებთან და დირიჟორებთან. კრისტოფ ბარატი ნაწარმოებებს უნიკალურ ვიოლინოზე ასრულებს. ეს არის ანტონიო სტრადივარიუსის მიერ 1703 წელს შექმნილი ვიოლინო სახელწოდებით Lady Harmsworth. ინსტრუმენტი კრისტოფ ბარატს ჩიკაგოს სტრადივარიუსის ასოციაციამ გადასცა. 

კრისტოფ ბარატი. ფოტო: წინანდლის ფესტივალი

6 სექტემბრის საფესტივალო დღის მეორე ნახევარში კი სცენა ფრანგ პიანისტ ალექსანდრ კანტოროვს დაეთმობა, რომელსაც აკომპანემენტს პანკავკასიური ორკესტრი ვასილი პეტრენკოს დირიჟორობით გაუწევს. შესრულდება ჩაიკოვსკისა და რახმანინოვის ნაწარმოებები.

27 წლის ფრანგი პიანისტი ალექსანდრე კანტოროვი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში სულ ცოტა ხნის წინ მოექცა, როცა პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე მორის რაველის ნაწარმოები „წყლის თამაშები” (Jeux d’eau) შეასრულა. კანტოროვი არაერთი პრესტიჟული  ჯილდოს მფლობელია. 22 წლის ასაკში ის გახდა პირველი ფრანგი პიანისტი, რომელმაც ჩაიკოვსკის სახელობის კონკურსზე პირველი ადგილი და გრან-პრი მოიპოვა. 2023 წელს კი გახდა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო საფორტეპიანო დაჯილდოების, Gilmore Artist Award-ის გამარჯვებული. კანტოროვი ისტორიაში პირველი ფრანგი და ამავდროულად ყველაზე ახალგაზრდა პიანისტია, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო. პიანისტი წინანდლის ფესტივალს მეორედ სტუმრობს. 

ალექსანდრე კანტოროვი. ფოტო: წინანდლის ფესტივალი

რაც შეეხება ვასილი პეტრენკოს, ეს ბრიტანელი ხელოვანი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დირიჟორია, რომელიც ამჟამად სამეფო ფილარმონიულ ორკესტრს ხელმძღვანელობს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პეტრენკომ რუსეთში მოღვაწეობა შეწყვიტა და რუსეთის ეროვნული აკადემიური სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე უარი თქვა. პეტრენკოს მიღებული აქვს არაერთი მსოფლიო მნიშვნელობის ჯილდო. ა2005 წელს ის ლივერპულის სამეფო ფილარმონიული ორკესტრის მთავარ დირიჟორად დასახელდა, რითაც გახდა ყველაზე ახალგაზრდა დირიჟორი, ვინც კი აღნიშნულ პოზიციაზე ყოფილა წარდგენილი. 2015-დან 2024-წლამდე პეტრენკო ევროკავშირის ახალგაზრდული ორკესტრის მთავარი დირიჟორის პოზიციას იკავებდა.

ვასილი პეტრენკო. ფოტო: წინანდლის ფესტივალი

საკმაოდ დატვირთულ პროგრამას მასპინძლობს წინანდლის ფესტივალი 7 სექტემბერს. ფესტივალი უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს ლიზა ბათიაშვილის ფონდთან, რომელმაც წლების განმავლობაში არაერთ ახალგაზრდა ხელოვანს დაუჭირა მხარი და ისინი ფართო აუდიტორიას წარუდგინა. 7 სექტემბრის პირველი კონცერტი სწორედ ლიზა ბათიაშვილის ფონდის ორგანიზებით გაიმართება. სანდრო ნებიერიძე (ფორტეპიანო), გიორგი მარდალეიშვილი (ვიოლინო) და ედგარ მორო (ჩელო) – ეს ის მუსიკოსები არიან, რომლებიც წინანდლის ფესტივალის მსმენელის წინაშე წარდგებიან. კონცერტს სპეციალურად მოწვეული სტუმრების სტატუსით შეუერთდებიან მევიოლინეები ვერიკო ჭუმბურიძე და სოფიკო ჭუმბურიძე. 

ლიზა ბათიაშვილი. ფოტო: წინანდლის ფესტივალი

7 სექტემბერს მსმენელის წინაშე კიდევ ერთხელ წარდგება ალექსანდრე კანტოროვი. პიანისტი ამჯერად ბრამსის, ლისტის, ბარტოკისა და რახმანინოვის ნაწარმოებებს შეასრულებს. 

დღის ბოლოს კი, ტრადიციული კლასიკური მუსიკალური კონცერტების შემდეგ სცენაზე ქართული ეროვნული ბალეტი, სუხიშვილები წარდგება.

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის დასკვნით დღეს, 8 სექტემბერს, სამი კონცერტი გაიმართება. ბოლო საფესტივალო დღის პროგრამა მევიოლინე კრისტოფ ბარატის, პიანისტ ბორის გილტბურგისა და ჩელისტ ედგარ მოროს კონცერტით დაიწყება.

ამავე დღეს ფესტივალის სცენაზე ლიზა ბათიაშვილი წარდგება. შუბერტის, მოცარტისა და მენდელსონის ნაწარმოებებს ქართველ მევიოლინესთან ერთად პანკავკასიური ორკესტრი შეასრულებს სერ ანდრაშ შიფის დირიჟორობით. 

ბექა გოჩიაშვილი და თემუკა დიასამიძე. ფოტო: წინანდლის ფესტივალი

წინანდლის კლასიკური მუსიკის რიგით მეექვსე ფესტივალი კი 8 სექტემბერს, 22:00 საათზე ბექა გოჩიაშვილისა და თემურიკო დიასამიძის მუსიკალური საღამოთი დაიხურება. 

წინანდლის ფესტივალის პროგრამის სანახავად ეწვიეთ ბმულს

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„ღამის სერენადები” მე-16 სეზონს მასპინძლობს

შემდეგი სტატია

ჯონ სინა ფოტო: ჯეისონ კორნერი

ჯონ სინამ გაამხილა, თუ რა გახდა მისი მუსიკალური კარიერის შთაგონების წყარო

შეიძლება დაგაინტერესოთ

დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას ტეილორ სვიფტი სძულს

სვიფტს პერსონალურად ტრამპის საწინააღმდეგო განცხადება არ გაუვრცელებია. მან თავის ფანებს არჩევნებში რეგისტრაციისაკენ მოუწოდა.
მეტი

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალზე „ღამის სერენადები”  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საუბრობენ

ბრაზილიის, იტალიისა და ჩეხეთის ელჩები საქართველოში ფესტივალ „ღამის სერენადების” მხარდამჭერები არიან
მეტი

„რატომ არ აკოცა გოგოს?” – ბრიტნი სპირსი საბრინა კარპენტერის მუსიკალური ნომრისას უცხოპლანეტელის კოცნის სცენას გამოეხმაურა

ბრიტნი სპირსმა კარპენტერს წითელ ხალიჩაზე მისი ხსენებისათვის მადლობაც გადაუხადა.
მეტი

ჯასტინ ტიმბერლეიკი არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დაწყებულ სასამართლო განხილვას საპროცესო შეთანხმებით დაასრულებს

ჯასტინ ტიმბერლეიკი სამართალდამცავებმა 2024 წლის ივნისში დააკავეს.
მეტი